logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ბექა ლილუაშვილი: საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების ცენტრში მოქალაქეებს 50-მდე სერვისის მიღება შეუძლიათ
ბექა ლილუაშვილი: საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების ცენტრში მოქალაქეებს 50-მდე სერვისის მიღება შეუძლიათ
19:41 01.05.2018
შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიზისა და რეფორმების სამმართველოს უფროსის ბექა ლილუაშვილის განცხადებით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების ახალი ცენტრი, რომელიც დღეს გაიხსნა, საგრძნობლად გაზრდის მოქალაქეთათვის საპოლიციო სერვისების მიწოდების ეფექტიანობას და შემცირდება სასურველი სერვისის მიღების დრო.
„საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრმა ჩაანაცვლა არა მხოლოდ „მე–12 ოთახი“, არამედ რამდენიმე სხვადასხვა ლოკაცია, სადაც მოქალაქეებს საპატრულო პოლიციის სერვისები მიეწოდებოდათ. მაგალითად, საჯარიმოდან ავტომობილის გაყვანის ნებართვა, შეჩერებული მართვის უფლების ჯარიმით ჩანაცვლება - ყველა ეს სერვისი, რაც საპატრულო პოლიციის კომპეტენციის ფარგლებში მიეწოდებოდა მოქალაქეებს, აქამდე ძირითადად ხდებოდა „მე-12 ოთახის საშუალებით, თუმცა სანებართვო მომსახურება, როგორიცაა არაგაბარიტული ტვირთის გადატანის ნებართვა, დაკარგული სანომრე ნიშნის გაცემა და სხვა სერვისი, მოქალაქეებს მიეწოდებოდა რამიშვილის ქუჩაზე, N38–ში, სადაც ახლა ვიმყოფებით. ჩვენი ამოცანა იყო, ეს მომსახურებები მოქალაქეებისთვის „ერთი სარკმლის“ პრინციპით მიგვეწოდებინა. სწორედ ამიტომ შევქმენით საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრი, სადაც ერთ სივრცეში თავმოყრილია 50-მდე სერვისი, მათ შორის, მომსახურების სააგენტოს გარკვეული სერვისები“-განაცხადა ლილუაშვილმა.
მისივე თქმით, შემდეგ ეტაპი ერთიანი მომსახურების ცენტრის განვითარების არის სწორედ იგივე კონცეფციის, მოქალაქეებისთვის სერვისების „ერთი სარკმლის“ პრინციპით მიწოდების კონცეფციის გადატანა საქართველოს რეგიონებში.
„აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ცენტრი გულისხმობს არა მხოლოდ ფიზიკურ ლოკაციას, სადაც თავს იყრის ყველა საპოლიციო სერვისი, არამედ დოკუმენტბრუნვის და საქმისწარმოების ახალ სტანდარტს. ეს იმას ნიშნავს, რომ განაცხადებას, რომელიც საპატრულო პოლიციაში მიიღებოდა ფურცელზე, ეს ელემენტი საერთოდ გაქრა და საკანცელარიო დოკუმენტბრუნვის კომპონენტი მთლიანად წამოვიდა ცენტრის განკარგულებაში“, - განაცხადა ლილუაშვილმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა