logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
შსს-მ ერთიანი მომსახურების ცენტრი გახსნა
შსს-მ ერთიანი მომსახურების ცენტრი გახსნა
14:23 01.05.2018
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ თბილისში, სამინისტროს შენობაში (ნოე რამიშვილის N3 საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრი გახსნეს. პრემიერ-მინისტრმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა ცენტრი დაათვალიერეს და იქ არსებული სერვისების ერთ-ერთი პირველი მომხმარებლები გახდნენ.
ახლადშექმნილი ცენტრი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში მიმდინარე რეფორმის ძირითადი კომპონენტია. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გასულ წლებში განხორციელებული რეფორმა ძირითადად შეეხო საპატრულო პოლიციის მხოლოდ "ფრონტ-ოფისს", "ბექ-ოფისში" კი - ადმინისტრაციული საქმისწარმოება კვლავ ძველი სისტემით, "ქაღალდზე" მიმდინარეობდა.
ახალმა ცენტრმა საპატრულო პოლიციის ე.წ. "მე-12 ოთახი" ჩაანაცვლა. პირველ ეტაპზე, ერთიანი მომსახურების ცენტრი, ნაცვლად 4 სხვადასხვა ადგილისა, მოქალაქეებს საჭირო საპოლიციო მომსახურებას ერთ სივრცეში გაუწევს.
საპატრულო პოლიციის მომსახურების ერთიანი ცენტრი რეგიონში ამ მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე საპოლიციო სერვისცენტრია, სადაც "ერთი სარკმლის" პრინციპით მოხდება: მართვის უფლების შეჩერების შესახებ დადგენილების გაუქმება ან ჯარიმით შეცვლა, ნაპოვნი სანომრე ნიშნის მიღება, სპეციალურ სადგომზე გადაყვანილი სატრანსპორტო საშუალების გაყვანაზე თანხმობის მიღება, ჯამში, 50-მდე საპოლიციო სერვისი. ცენტრში, ასევე, იქნება შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს კუთხე, რომელიც მოქალაქეებს მომსახურების სააგენტოს გარკვეულ სერვისებს შესთავაზებს.
ახალი ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე ინფრასტრუქტურით, რომელიც ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე, ვიზიტორთა რიგის მართვის, ელექტრონული ხელმოწერისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სისტემებით.
ცენტრში, ასევე, დანერგილია განაცხადების ელექტრონული ფორმით მიღების სისტემა, რაც გამორიცხავს განცხადებებისა და საჩივრების ხელით შევსების აქამდე დამკვიდრებულ პრაქტიკას.
ამოქმედდა საინფორმაციო სატელეფონო ცენტრი – 2 41 42 42, რომელიც მოქალაქეებისთვის საჭირო ინფორმაციისა და გარკვეული სერვისების ოპერატიულად მიწოდებას უზრუნველყოფს.
აღნიშნული პროექტის განხორციელების საშუალებით, საგრძნობლად იზრდება საპოლიციო სერვისების მიწოდების ეფექტიანობა და მცირდება სასურველი სერვისის მიღების დრო.
ცენტრის გახსნის შემდეგ, პრემიერ-მინისტრი და შინაგან საქმეთა მინისტრი საპატრულო პოლიციის ახალ ტექნიკურ აღჭურვილობას და სამხრე კამერების მკვეთრად გაუმჯობესებულ პარამეტრებს გაეცნენ.
საპატრულო პოლიციის რეფორმის ფარგლებში, საერთაშორისო ტენდენციების გათვალისწინებით მიმდინარეობს პატრულ-ინსპექტორების თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვა. ახალი კამერები არსებულთან შედარებით ბევრად გაუმჯობესებული პარამეტრებით ხასიათდება, რაც მოიცავს უფრო ხანგრძლივ სამუშაო და ჩაწერის რეჟიმებს, ასევე, ცენტრალიზებული მართვისა და მონაცემთა შენახვის შესაძლებლობებს.
პირველ ეტაპზე, ახალი სამხრე კამერები თბილისის პატრულ-ინსპექტორებს გადაეცათ (შემდგომ ეტაპზე კი უკვე რეგიონების ეკიპაჟებსაც დაურიგდებათ, საერთო ჯამში, 2280 კამერა).
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა