logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა
უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა
14:20 01.05.2018
28 აპრილს ჩატარებული შუალედური არჩევნების შემდეგ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის პირველი სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი უძღვებოდა.
კომისიის წევრებმა მოისმინეს ცესკო-ს ანგარიში, რომელიც კენჭისყრის დღესა და ბიულეტენების დათვლის პროცესს შეეხებოდა. როგორც საარჩევნო კომისიის წარმომადგენელმა აღნიშნა, არჩევნებმა და ხმების დათვლის პროცესმა მშვიდ გარემოში ჩაიარა. დღეის მდგომარეობით, ცესკო-ში სულ 8 საჩივარია შესული როგორც არჩევნებში ჩართული სუბიექტების, ისე სადამკვირვებლო ორგანიზაციების მხრიდან.
სხდომის მონაწილეებმა მოისმინეს ინფორმაცია იმ შესაძლო დარღვევებზე რეაგირების შესახებ, რომლებიც განცხადების ან ზარის სახით იქნა დაფიქსირებული უწყებათაშორის კომისიაში. კერძოდ, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, გამოძიება დაიწყო და მიმდინარეობს "ახალი ქრისტიან-დემოკრატების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატზე განხორციელებულ შესაძლო მუქარის ფაქტზე; გამოძიება დაწყებულია "ევროპული საქართველოს" კანდიდატის ბანერის დაზიანების ფაქტზეც.
კომისიამ მოისმინა, ასევე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაცია "ევროპული საქართველოს" განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც წინა სხდომაზე შემოვიდა. "ევროპული საქართველო" ითხოვდა ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 25 აპრილის სხდომის დღის წესრიგიდან ქ. ვანისა და ქ. ხონის მუნიციპალიტეტების მერიებისთვის გარეგანათების სანათების გადაცემის საკითხის ამოღებას. როგორც რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენელმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ სამართლებრივი თვალსაზრისით ზემოხსენებული პროცესი კანონმდებლობის დარღვევის ნიშნებს არ შეიცავდა, უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციით, ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ეს საკითხი განსახილველად არჩევნების დასრულების შემდგომი პერიოდისთვის გადაიტანა.
თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისმა კომისიამ არასამთავრობო ორგანიზაციებსაც მოუსმინა, რომლებიც დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობდნენ 28 აპრილის არჩევნებში. ყველა მათგანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში წარიმართა. რაც შეეხება დარღვევებს, რომლებზეც არასამთავრობოებმა ისაუბრეს, ინფორმაცია მათ შესახებ კომპეტენტურ ორგანოებს გადაეგზავნა.
"საქართველოს საარჩევნო კოდექსის" 48-ე მუხლის შესაბამისად, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 1 მარტის ბრძანებით შეიქმნა. მისი მიზანი პარლამენტის შუალედური არჩევნების დროს საჯარო მოსამსახურეების მხრიდან საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენცია და გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირებაა. უწყებათაშორისი კომისია შეიმუშავებს რეკომენდაციებს, რათა თავიდან იქნეს აცილებული საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა საჯარო მოსამსახურეების, ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან. ამისათვის კომისია შეისწავლის როგორც მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, ისე იმ განცხადებებს, რომლებსაც კომისიას შესაძლო დარღვევების შესახებ პოლიტიკური გაერთიანებები ან დამკვირვებელი ორგანიზაციები მიაწვდიან. კომისია ითანამშრომლებს საარჩევნო პროცესში ჩართულ პოლიტიკურ პარტიებსა და ბლოკებთან, ადგილობრივ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დამკვირვებლებთან. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია საქმიანობას ცესკო-ს მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნების დღიდან შეწყვეტს. შუალედური არჩევნები №54 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 2018 წლის 28 აპრილს ჩატარდა.
თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია 2013 წლის საპრეზიდენტო, 2014 წლის ადგილობრივი, 2016 წლის საპარლამენტო და 2017 წლის ადგილობრივი არჩევნების პერიოდშიც ფუნქციონირებდა. კომისია შეიქმნა 2015 წლის შუალედური არჩევნებისთვისაც. ჯამში, სამართლიანი და თავისუფალი საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად კომისიამ 56 რეკომენდაცია შეიმუშავა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა