logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ინფორმაციას, რომ კრწანისში აფეთქების დროს წვრთნები მიმდინარეობდა და პოლიციელები დაშავდნენ, შსს უარყოფს
ინფორმაციას, რომ კრწანისში აფეთქების დროს წვრთნები მიმდინარეობდა და პოლიციელები დაშავდნენ, შსს უარყოფს
23:37 29.04.2018
შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი ყაყიჩაშვილმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის საბრძოლო მომზადებისა და გადამზადების ცენტრის პოლიგონის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ფაქტის შესახებ კომენტარი გააკეთა და განაცხადა:

„ფაქტის შედეგად დაშავებული ორივე მოქალაქე სამედიცინო დაწესებულება „ნიუჰოსპტალში“ იმყოფება და მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. დაშავებულთაგან ერთ-ერთს ოპერაცია უკვე ჩაუტარდა. არც ერთი დაშავებული პოლიციელი არ არის, ისინი სამოქალაქო პირები არიან. მათ ფეხისა და მუცლის არეში აღენიშნებათ დაზიანებები. რაც შეეხება თავად ფაქტს, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის საბრძოლო მომზადებისა და გადამზადების ცენტრის პოლიგონის მიმდებარე ტერიტორიაზე ორი მოქალაქე სოკოს შესაგროვებლად იმყოფებოდა, როგორც ეს თავად აღნიშნეს. შეგროვების დროს მათ მეტალის ნივთი იპოვეს, რომელიც ერთ-ერთმა მათგანმა მოისროლა, რის შედეგადაც აღნიშნული ნივთი აფეთქდა. ტერიტორია არის დაცული, განთავსებულია ბანერები, სადაც მითითებულია, რომ იქ შესვლა აკრძალულია. გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს აფეთქების დროს მიმდინარეობდა წვრთნები და დაშავებულები იყვნენ პოლიციელები, სიმართლეს არ შეესაბამება. ასევე უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ოპერატიულად იმუშავეს და დაშავებულებს პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს, რის შემდეგაც სასწრაფოდ გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში. დამატებით ინფორმაციას ვერ მოგაწვდით რადგან გამოძიება მიმდინარეობს ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ყველგან არის ნიშნები და ბანერები, რომ ტერიტორია არის დაცული და რომ შესვლა აკრძალულია“ - განაცხადა გიორგი ყაყიჩაშვილმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა