კოალიცია „ქართული ოცნების“ გორის ორგანიზაციის წევრის ზაზა ადუაშვილის სასამართლო პროცესი გორის რაიონულ სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს. ამის შესახებ
„ნიუსპრესს“ კოალიცია „ქართული ოცნების“ გორის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა თამაზ შიოშვილმა განუცხადა.
„სასამართლოში ცოტა ხნის წინ შესვენება გამოცხადდა, რადგან ადვოკატი უნდა გაეცნოს საფუძველს თუ რატომ დააკავეს ზაზა ადუაშვილი“-განაცხადა შიოშვილმა
კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი ზაზა ადუაშვილი სამართალდამცავებმა გორში რამდენიმე საათის წინ დააკავეს.

















