logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
თბილისის სააპელაციო სასამართლომ პარტიათა სასარგებლოდ უკანონო შემოწირულობის შესახებ განცხადება გაავრცელა
თბილისის სააპელაციო სასამართლომ პარტიათა სასარგებლოდ უკანონო შემოწირულობის შესახებ განცხადება გაავრცელა
17:33 14.07.2012
თბილისის სააპელაციო სასამართლომ პარტიათა სასარგებლოდ უკანონო შემოწირულობის შესახებ განცხადება გაავრცელა. განცხადების  თანახმად, 2012 წლის 13 ივლისის დადგენილებით არ დაკმაყოფილდა დავით ბაციკაძის, ზაალ გოგსაძის, გიგა ბუკიას, გივი რამაზაშვილის, ბიძინა გუჯაბიძის, კახა ჩაკვეტაძის, ლევან ჩიჩუას, მარინა ნადირაძის, ავთანდილ დავითაძის, ირმა დავითაძის, გიორგი მოსიაშვილის, მაია თანიაშვილის, ირაკლი ჭუბაბრიას, ბადრი ცინცქილაძის, ალექსანდრე შალამბერიძის საჩივრები და უცვლელად დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 08 ივლისის დადგენილება.
სასამართლოს ცნობით, სააპელაციო სასამართლოში მოცემული დავის განხილვისას საჩივრის ავტორთა მიერ წარმოდგენილი იქნა დამატებითი დოკუმენტები, მათი და ოჯახის წევრების შემოსავლების თაობაზე, რაც დასაშვებად იქნა ცნობილი და დაერთო საქმეს, როგორც მტიცებულებები.
„მოცემულ შემთხვევაში სადავო იყო ის გარემოება, რომ საჩივრის ავტორებმა განახორციელეს თუ არა შემოწირულება, ,,მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის მოთხოვნათა დაცვით. დასახელებული კანონის მიზნებიდან გამომდინარე, პირი ვალდებულია დაადასტუროს შემოწირულების სახით გადარიცხული თანხის წარმომავლობა.

სასამართლომ მიიჩნია, რომ საჩივრის ავტორების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, შემოსავლების და ხარჯების გათვალისწინებით, ვერ იქნა დადასტურებული განხორციელებული შემოწირულების წარმომავლობა“-ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებისვე თანახმად, „სასამართლომ ჩათვალა, რომ სახეზეა ,,მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 342–ე მუხლის მე–2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარაღვევის ჩადენის ფაქტი“.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა