logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიორგი გახარია ლიტვის რესპუბლიკას ესტუმრა
გიორგი გახარია ლიტვის რესპუბლიკას ესტუმრა
17:17 23.04.2018
საქართველოს ვიცე-პრემიერი და შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, სამინისტროს დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით, ლიტვის რესპუბლიკას ესტუმრა.

ვიზიტის ფარგლებში, გიორგი გახარია ლიტვის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს, ეიმუტის მისიუნასს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს ორი ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა განსაკუთრებით ორგანიზებულ დანაშაულთან წინააღმდეგ ბრძოლაში.

გიორგი გახარიამ ლიტველ კოლეგას მადლობა გადაუხადა ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტში - "აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პოლიციის სფეროში თანამშრომლობა" ლიტვური მხარის მიერ შეტანილი წვლილისა და სამაგალითო პარტნიორობის გამო. აღნიშნული პროექტი 2014–2018 წლებს მოიცავს. მისი მიზანია ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ურთიერთობისა და ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავება, სამართალდაცვით სფეროში ევროპის გამოცდილების გაზიარება, პოლიციური საკითხების სტანდარტიზაცია და ჰარმონიზაცია.

გიორგი გახარიამ და ეიმუტის მისიუნასმა სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა მზადყოფნა გამოთქვა საგზაო უსაფრთხოების სფეროში და მხარეთა საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების თაობაზე.

,,ვისაუბრეთ პოლიციის ატაშეს ინსტიტუტის შექმნის საჭიროებაზე საერთოდ ბალტიისპირეთის რეგიონში და ვფიქრობ, რომ ამ ამოცანასაც ერთად გავართმევთ თავს"- განაცხადა გიორგი გახარიამ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ლიტველ კოლეგას საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის განვითარების კუთხით გადადგმული ნაბიჯები და სამომავლო პერსპექტივები, ასევე, ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის მდგრადობის შენარჩუნების მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებები, სამინისტროს პრიორიტეტები და უწყებაში მიმდინარე რეფორმები გააცნო.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა