logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
 შსს-მ უცხოელ ექსპერტებთან და არასამთავრობო სექტორთან ერთად ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის მიმართულებით განხორციელებული სამუშაოები შეაჯამა
შსს-მ უცხოელ ექსპერტებთან და არასამთავრობო სექტორთან ერთად ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის მიმართულებით განხორციელებული სამუშაოები შეაჯამა
14:45 23.04.2018
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის თემაზე ჩატარდა ორდღიანი კონფერენცია - "საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში". ღონისძიება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში“ - ფარგლებში, თბილისში, სასტუმრო “Rooms Hotel Tbilisi”-ში გაიმართა.

კონფერენცია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა გახსნა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ოჯახში, ქალთა და გოგონათა მიმართ, ასევე, გენდერული ნიშნით ძალადობის აღმოფხვრის მიმართულებით უწყების მიერ მიღწეული შედეგების, არსებული გამოწვევებისა და საკანონმდებლო ბაზის შესახებ პრეზენტაციები წარმოადგინეს.

მადრიდის მუნიციპალიტეტის პოლიციის გენდერული თანასწორობის საკითხების ექსპერტმა ნერეა პარა გარსიამ დამსწრე საზოგადოებას გენდერული ნიშნით ძალადობისა და ოჯახში ძალადობის მიმართულებით ესპანეთის საკანონმდებლო ჩარჩო, სამართლებრივი სისტემა, დამცავი ორდერის მექანიზმი გააცნო და ამ კუთხით ესპანელი სამართალდამცველების გამოცდილება გაუზიარა. სერბეთის ვიცე-პრემიერის მრჩეველმა გენდერული თანასწორობის საკითხებში ლილიანა ლონკარმა კი გენდერულ თანასწორობასა და ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სერბეთის გამოცდილებაზე ისაუბრა.

კონფერენციის მონაწილეებმა პროექტის - „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში“ - ფარგლებში განხორციელებულ აქტივობებსა და ამ მიმართულებით შესაბამისი საჯარო უწყებების მიღწევებზე ისაუბრეს. ასევე, განიხილეს გენდერული ნიშნით და ოჯახში ძალადობის შემთხვევების იდენტიფიცირების, მათზე ეფექტური რეაგირების, გენდერული ნიშნით და ოჯახში ძალადობის პრევენციის მიმართულებით მულტიდისციპლინური თანამშრომლობის საკითხები.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს, სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

პროექტის - „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში“ ძირითად მიზანს წარმოადგენს ოჯახში ძალადობის პრევენციის ხელშეწყობა, ოჯახში ძალადობისა და მისი შედეგების აღმოფხვრა საქართველოს საზოგადოებისა და ქართველი სამართალდამცველების ცნობიერების ამაღლების გზით, მათი ინფორმირება ოჯახში ძალადობის თემატიკის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ქვეყანაში არსებული საკანონმდებლო მექანიზმების შესახებ. პროექტი, ასევე, ითვალისწინებს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართულ და დაინტერესებულ მხარეებს შორის კოორდინაციის და თანამშრომლობის გაუმჯობესებას, ეფექტიანი შედეგის მისაღწევად.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა