კასპის მუნიციპალიტეტში ძმამ ძმა ცივი იარაღით მოკლა. მკვლელობას წინ ძმებს შორის
ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. მათივე ინფორმაციით დამნაშავე ცხელ კვალზეა დაკავებული.

















