logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შპს „ელიტა ბურჯის“ საბანკო ანგარიშებს ყადაღა დაადო
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შპს „ელიტა ბურჯის“ საბანკო ანგარიშებს ყადაღა დაადო
13:18 14.07.2012
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა შპს „ელიტა ბურჯი“ სამართალდამრღვევად სცნო და მის საბანკო ანგარიშებსა და უძრავ-მოძრავ ქონებას ყადაღა დაადო. ამის შესახებ ფინანსური მონიტორინგის სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი.
მათი ინფორმაციით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კომპანიის შპს „ელიტა ბურჯის“ საფინანსო დოკუმენტაციის მონიტორინგს ახორციელებს.
განცხადების თანახმად, დოკუმენტაციის შესწავლის დროს დადგინდა, რომ კომპანიამ „ქართული ოცნების“ მომსახურების მიზნებისთვის, მიმდინარე წელს ორი ერთეული ოფსეტური ბეჭდვის აპარატი შეიძინა, რომლის ღირებულება 679.487.94 ლარს შეადგენს.
მათივე ინფორმაციით, შპს „ელიტა ბურჯს“ პოლიგრაფიული და მასთან დაკავშირებული საქმიანობა წარსულში არ განუხორციელებია. შესაბამისად, შესაბამისი დანადგარები და აღჭურვილობა კომპანიის მიერ საგანგებოდ პოლიტიკური სუბიექტის საქმიანობის მხარდასაჭერადაა შეძენილი.
„ქართული ოცნების“ მხარდაჭერის მიზნით განხორციელებული საქმიანობისთვის შპს „ელიტა ბურჯმა“ ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი ოფშორული კომპანია „CHISTA ENTERPRISES LIMITED”-ისგან მრავალმილიონიანი დაფინანსება მიიღო. ასევე, „RINGOLD FINANCIAL LTD“-სგან, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის დის შვილი კახა კობიაშვილი წარმოადგენს. საბანკო გადარიცხვებში პირდაპირ ბიძინა ივანიშვილის სახელი ფიგურირებს“ - ნათქვამია განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ შპს „ელიტა ბურჯის“ ჩადენილი მორიგი სამართალდარღვევის ფაქტის გამოვლენის შემდეგ, კომპანიამ ოფსეტური ბედვის აპარატები და მისი ფუნქციონირებისთვის საჭირო ყველა ატრიბუტი 1 729 521.55 ლარად, ბიძინა ივანიშვილის ძმის - ალექსანდრე ივანიშვილის კომპანია „გლობალ ტვ“-ის ამერიკელ მეწილეს ალექსანდრ როზენჰესს მიჰყიდა.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, ამ უკანასკნელმა გარიგების შედეგად, ბიძინა ივანიშვილის ოფშორული კომპანიის მიერ დაფუძნებულ შპს „ლიზინგი 21“-ის 180 000 ლარად ნაყიდი მიწა არარეალურ თანხად - 1 900 000 აშშ დოლარად მიჰყიდა.
„აღნიშნული ქონების ალოგიკურ თანხად გასხვისებაზე თანხმობა დამფუძნებლის წარმომადგენელმა, ბიძინა ივანიშვილის დის შვილმა - კახა კობიაშვილმა გასცა. სწორედ ამ საეჭვო გარიგების შედეგად მიღებული თანხით ალექსანდრე რონზჰესმა შპს „ელტა ბურჯისგან“ ტიპოგრაფიული საქმიანობისთვის განკუთვნილი ყველა ტექნიკური საშუალება და მასალა შეიძინა, რომლითაც ეს კომპანია დღემდე ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებაში“ შემავალ პარტიებს კანონსაწინააღდმეგო მომსახურებას უწევდა“ - აცხადებენ მონიტორინგის სამსახურში.
განცხადების თანახმად, „ელიტა ბურჯი“ ერთხელ უკვე დაჯარიმდა პოლიტიკური სუბიექტის მოძრაობა „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ უსასყიდლოდ გაწეული მომსახურების ფაქტზე.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ადმინისტრაციული საქმის მასალები განსახილველად თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაუგზავნა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა