logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
 ნათია მეზვრიშვილი ბარნოვზე მომხდარ მკვლელობაზე: პოლიციას არ ჰქონდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა ეს ადამიანები სამომავლოდ რაიმე ტიპის ძალადობის მსხვერპლები გამხდარიყვნენ
ნათია მეზვრიშვილი ბარნოვზე მომხდარ მკვლელობაზე: პოლიციას არ ჰქონდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა ეს ადამიანები სამომავლოდ რაიმე ტიპის ძალადობის მსხვერპლები გამხდარიყვნენ
10:10 18.04.2018
ნათია მეზვრიშვილმა ტელეკომპანია იმედში, გადაცემაში "პირისპირ" ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, გარდაცვლილისა და მისი დედის განცხადებაში რომ დანაშაულის ნიშნები ყოფილიყო, მოძალადეს აუცილებლად დააკავებდნენ.

"სამწუხარო ფაქტი მოხდა. ბოლო პერიოდში ისმის კითხვა, ამ კონკრეტულ ფაქტზე - რამდენად ეფექტიანი იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირება. როდესაც მსხვერპლმა და მისმა დედამ პოლიციას მომართეს, ამ პირის შეწყალების შემდეგ პოლიციაში არც ერთი შეტყობინება არ შემოსულა. პოლიციას არ ჰქონდა ინფორმაცია, რომ სამომავლოდ შესაძლოა ეს ადამიანები რაიმე ტიპის ძალადობის მსხვერპლები გამხდარიყვნენ. როგორც კი ამ ადამიანებმა პოლიციას მომართეს, პოლიციამ დაუყოვნებლივ მოახდინა რეაგირება და გამოსცა შემაკავებელი ორდერი.

ეს იყო მას შემდეგ პირველი შემთხვევა, რაც ამ ადამიანმა სასჯელი მოიხადა და შეწყალებით ვადაზე ადრე გამოვიდა, ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც დაზარალებულებმა პოლიციას მომართეს. პოლიციამ დაუყოვნებლივ მოახდინა რეაგირება და აღსანიშნავია, რომ მათ ითხოვეს შემაკავებელი ორდერის გამოცემა. ის განცხადება, რომელიც მათ პოლიციაში შემოიტანეს იძლეოდა მხოლოდ შემაკავებელი ორდერის გამოცემის საფუძველს. ჩვენ რომ გვქონოდა სხვა საფუძველი რა თქმა უნდა გამოძიებას დავიწყებდით. მათ განცხადებაში, რომ ყოფილიყო დანაშაულის ნიშნები რა თქმა უნდა დავაკავებდით და ამას წინ ვერაფერი აღუდგებოდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო დანაშაულს არ ვმალავთ. შინაგან საქმეთა სამინისტრო საკმაოდ მკაცრ პოლიტიკას ახორციელებს ამ კატეგორიის დანაშაულებთან მიმართებით. ბოლო სამი თვის განმავლობაში 800 პირზე მეტია ოჯახში ძალადობის ბრალდებით დაკავებული. შეტყობინებაში რომ ყოფილიყო სათანადო საფუძველი გამოძიების დაწყების და მოძალადის დაკავების რა თქმა უნდა ამას შს სამინისტრო გააკეთებდა, ამიტომ ჩვენ არ მივიღებთ აქ ბრალდებებს იმასთან დაკავშირებით რომ სამინისტრომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში რეაგირება არ მოახდინა-განაცხადა მეზვრიშვილმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა