ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ მამაკაცს, ვეფხია ბაქრაძეს სასამართლომ პატიმრობა
შეუფარდა.
მოსამართლემ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა ძალაში დატოვა მეორე ბრალდებულის, თემურ ბაქრაძის შემთხვევაშიც, რომელსაც გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება.
არსებული ინფორმაციით, ბრალდებული, რომელმაც, სავარაუდოდ, თავისი გერი მოკლა, დანაშაულის შემდეგ სწორედ მის ნათესავთან, თემურ ბაქრაძესთან თელავში მივიდა, სადაც ის დააკავეს.
შემთხვევა 13 აპრილს მოხდა.

















