მტკვარში აღმოჩენილი მამაკაცის ცხედარი ამ დროისთვის თბილისის პროზექტურაშია გადასვენებული.
როგორც „ნიუსპრესს“ საგანგებო სიტუაციათა სამსახურის უფროსმა თემურ გიორგაძემ განუცხადა, მამაკაცს თან არ აღმოაჩნდა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. მისი ვინაობა და ასაკი ჯერჯერობით უცნობია და ის დგინდება.
შემთხვევის ადგილზე შესაბამისი სამსახურები ამ დრომდე მუშაობენ.
მამაკაცის ცხედარი გამვლელებმა მეტეხის ხიდთან შეამჩნიეს, რის შემდეგაც მათ შესაბამის სამსახურებს აცნობეს.
მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.

















