logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
„საერთაშორისო გაჭვირვალობა“ ახალგაზრდულ ბანაკებს პოლიტიზირებულად მიიჩნევს
„საერთაშორისო გაჭვირვალობა“ ახალგაზრდულ ბანაკებს პოლიტიზირებულად მიიჩნევს
11:12 14.07.2012
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენლები ახალგაზრდულ ბანაკებს პოლიტიზებულს უწოდებენ და აღნიშნულ პროგრამაზე თანხების ხარჯვის მიზნობრიობის გამოძიებას მოითხოვენ.
„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ვებ-გვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ხელისუფლება 2005 წლიდან სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით ყოველწლიურად ახორციელებს ახალგაზრდულ პროგრამას - „პატრიოტი”, რომელშიც სხვადასხვა ასაკის მოსწავლე-ახალგაზრდები მონაწილეობენ.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ინფორმაციით, პროგრამის მონაწილეთა შერჩევა და მისი განხორციელება მნიშვნელოვანწილად პოლიტიკური ნიშნითა და მიზნებით ხდება, რაც სახელმწიფო სახსრების მმართველი პოლიტიკური გუნდის სასარგებლოდ გამოყენებად შეიძლება ჩაითვალოს.
„საკითხის შესწავლისას ორი ძირითადი პრობლემა გამოვლინდა - პროგრამის მონაწილეთა შერჩევის ბუნდოვანი და არასამართლიანი კრიტერიუმები და პროცედურები, ასევე, პროგრამის პოლიტიკური შინაარსი და სახელმწიფო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვა“ - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციაში.
„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ინფორმაციითვე, წინა წლის პროგრამებისგან განსხვავებით, „პატრიოტი 2012”-ში მონაწილეობას მხოლოდ საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდები იღებენ.
„ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, რამდენიმე უმაღლეს სასწავლებლებში, მმართველი პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის თხოვნით და მათთან შეთანხმებით, უნივერსიტეტების თვითმმართველობების მიერ მონაწილეთა 90-კაციანი სიები დგება. ასევე, პროგრამაში აქტიურ მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა უნივერსიტეტების ის სტუდენტებიც, რომლებიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები არიან“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.
„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ინფორმაციით, ანაკლიაში ყოფნის პერიოდში სტუდენტები დაბანაკებულნი იყვნენ ხუთვარსკვლავიან სასტუმრო „ოქროს საწმისში”, სადაც მათთვის ყველა სახის მომსახურება სრულიად უფასო იყო.
ასევე, სტუდენტებისთვის განკუთვნილი იყო სამჯერადი კვება, სადილსა და ვახშამზე 10 სახის საკვების დამატების უფლებით. ტარდებოდა კონცერტები პოპულარული მომღერლების მონაწილეობით. ერთ-ერთი მონაწილე აღფრთოვანებით იხსენებდა იქ გატარებულ პერიოდს და მოახლოებული საპარლამენტო არჩევნებისთვის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის” ხმის მიცემას პირობას დებდა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და მთავარ პროკურატურას ახალგაზრდული ღონისძიებების მიმდინარეობის, მიზნებისა და დაფინანსების წყაროების გამოძიების თხოვნით მიმართავს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა