logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
პროკურატურამ ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე სასამართლოს მიმართა
პროკურატურამ ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე სასამართლოს მიმართა
19:58 16.04.2018
საქართველოს პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობისთვის ბრალდებულის ვ.ბ.-სთვის და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალდებულის თ.ბ.-სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით.

სამართალდამცველებმა ვ.ბ. 2018 წლის 14 აპრილს, გარდაბნის რაიონის, სოფელ თელეთში, ხოლო თ.ბ. თბილისში დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის 13 აპრილს, დაახლოებით 17: 30 საათზე, ვ.ბ-მ თავის გერს თ.გ.-ს, მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით, დანით, გულმკერდისა და ყელის არეში მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად თ.გ. ადგილზე გარდაიცვალა.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ვ.ბ.-მ მის მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ პირადად უამბო თ.ბ.-ს, რომელმაც მიუხედავად იმისა, რომ ნამდვილად იცოდა ვ.ბ.-ს მიერ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის შესახებ, სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა.

აღსანიშნავია, რომ ვ.ბ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 18 მარტის განაჩენით არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი ნ.გ.-ს (მოკლული თ.გ.-ს დედა) ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-117-ე მუხლის პირველი ნაწილით და 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. აღნიშნული განაჩენი უცვლელად იქნა დატოვებული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ.

საქართველოს პრეზიდენტის 2016 წლის 27 ოქტომბრის შეწყალების აქტის საფუძველზე ვ.ბ. შეწყალებული იქნა. მას მოსახდელი სასჯელის ვადა გაუნახევრდა, რის საფუძველზეც პენიტენციური დაწესებულებიდან 2017 წლის 25 მაისს გათავისუფლდა.

ვ.ბ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის მეორეწევრის განზრახ მკვლელობა ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 - დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო თ.ბ.-ს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით (დანაშაულის შეუტყობინებლობა), რაც სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა