logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა
15:58 16.04.2018
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა კანონპროექტები: „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

შემოთავაზებული ცვლილებები ადგენს მასობრივი თავშეყრის ობიექტების მფლობელების მიერ მესამე პირის წინაშე სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის გარეშე საქმიანობისათვის სახდელის ოდენობას. სახდელის ოდენობა განსხვავდება ობიექტის სპეციფიკის მიხედვით. ამასთან, ბაზრობის/სავაჭრო ცენტრისათვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების დროს არსებითია კანონმდებლობით დადგენილი გამონაკლისის გათვალისწინება.



სახდელის განსაზღვრისას გათვალისწინებულია შესაბამისი ობიექტის მფლობელის მიერ გადასახდელი დაზღვევის წლიური საფასურის (პრემია) გასაშუალოებული ოდენობა, თუმცა იმგვარად და იმ პრინციპით, რომ შესაბამისი პირისთვის არ იყოს ხელსაყრელი ადმინისტრაციული სახდელის გადახდა და დაზღვევის გარეშე საქმიანობის გაგრძელება.

კანონპროექტის შემუშავებისას გათვალისწინებულია სადაზღვევო ბაზარზე არსებული სტატისტიკური ინფორმაცია, რომელიც შეიცავს მონაცემებს პრემიის ოდენობებთან მიმართებით. შესაბამისად, სახდელის ოდენობა ითვალისწინებს პრემიის გაორმაგებული ოდენობის სახდელის დაკისრებას.



ცვლილებების მიღების მიზანია „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანა „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ კანონთან. ასევე, კანონპროექტის მიღება საშუალებას იძლევა ფართოდ იქნას მოცული მასობრივი თავშეყრის ობიექტების მფლობელების მიერ მესამე პირების წინაშე სავალდებულო სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა, რაც შეამცირებს ქვეყანაში ხანძრით და აფეთქებით გამოწვეული შედეგების სოციალურ–ეკონომიკურ სიმძიმეს.



კანონპროექტების ავტორია სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური, ხოლო ინიციატორი საქართველოს მთავრობა. კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე განხილვას.



იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობის შესახებ 2017 წლის ანგარიშის თაობაზე“. დადგენილების პროექტში ასახულია იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სამი რეკომენდაცია, კერძოდ:

1. სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის საქმეებზე სრულყოფილი სტატისტიკური მონაცემების წარმოდგენის მიზნით, იურიდიული დახმარების სამსახურის მომდევნო ყოველწლიურ ანგარიშში წარმოსადგენი მონაცემები გაანალიზდეს არა მხოლოდ სუბიექტებისა და სამართლის დარგების, არამედ საქმეთა კატეგორიების მიხედვითაც;



2. გაზრდილი მანდატიდან გამომდინარე, იურიდიული დახმარების სამსახურმა, შესაბამისი ადამიანური რესურსის შერჩევითა და სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცებით, უზრუნველყოს სამსახურის აპარატის სტრუქტურული გაძლიერება;



3. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისით შეუზღუდავად სარგებლობის მიზნით, დაჩქარდეს ბიუროების ოფისების ადაპტირების პროცესი.



რეკომენდაციების მიზანია ხელი შეუწყოს სამსახურის საქმიანობის ხარისხის, ეფექტიანობისა და ხელმისაწვდომობის გაზრდას.



იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მესამე მოსმენისთვის განიხილა კანონპროექტი „ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისი თანმდევი პროექტები.



კანონპროექტით არსებითად იცვლება „ქურდული სამყაროს“, „ქურდული სამყაროს“ წევრის, „კანონიერი ქურდის“, „ქურდული გარჩევის“ დეფინიციები, ამასთან, იხვეწება კანონში წარმოდგენილი დეფინიციები და ემატება ისეთი ტერმინები, როგორიცაა, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობა და „ქურდული შეკრება“.



„ქურდული სამყაროს“ წევრობა გახდა დენადი დანაშაული, აღნიშნული უწყვეტად ხორციელდება ამ სტატუსის შეძენიდან მის გაუქმებამდე. დღეს მოქმედი რედაქციით აღნიშნული დანაშაული განგრძობად ხასიათს ატარებს, რამდენადაც სტატუსის შეძენასთან ერთად პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის მოითხოვს აქტიური მოქმედებების განხორციელებასაც. შეიცვალა „ქურდული გარჩევის“ ცნების განმარტება და ა.შ. კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე განხილვას.



იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მესამე მოსმენისთვის იქნა განხილული „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი. ცვლილებების მიზანია საქართველოს მოქალაქეების მიერ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შესაძლო დარღვევის პრევენცია, ევროკავშირის ქვეყნებში დანაშაულის ჩამდენ საქართველოს მოქალაქეთა იდენტიფიკაციის ხელშეწყობა და უვიზო მიმოსვლის რეჟიმის საქართველოში გრძელვადიანი მოქმედებისათვის მყარი საკანონმდებლო გარანტიის შექმნა. კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.



იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენით განიხილა კანონპროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“. კანონპროექტის თანახმად, იზრდება ჯარიმის ოდენობა წვრილმანი ხულიგნობისთვის და ასევე, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის, სამხედრო მოსამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის, აღსრულების პოლიციელის ან სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული პირის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის, ან ამ პირის მიმართ სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელებისთვის. კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.










FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა