logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: ეს წინადადებები ქმნის ძალიან კარგ საფუძველს იმისთვის, რომ ჩვენ სიღრმისეულად ვიმსჯელოთ სასამართლო რეფორმის დეტალებზე
ირაკლი კობახიძე: ეს წინადადებები ქმნის ძალიან კარგ საფუძველს იმისთვის, რომ ჩვენ სიღრმისეულად ვიმსჯელოთ სასამართლო რეფორმის დეტალებზე
15:42 13.04.2018

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით მიმდინარე სამუშაო შეხვედრებზე ძალიან საინტერესო წინადადებები ითქვა, რაზეც ყურადღების გამახვილება აუცილებელია.


"ჩვენ გვქონდა საკმაოდ პროდუქტიული პირველი შეხვედრა, რომელიც დაეთმო სასამართლო სისტემის რეფორმირების საკითხებს. გამოიკვეთა ოთხი ძირითადი მიმართულება, რომელზეც ჩვენ აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ მუშაობა. ძალიან საინტერესო წინადადებები იყო შემოსული ოთხივე საკითხთან დაკავშირებით. ასევე, მინდა ავღნიშნო, რომ გამოიკვეთა დამატებით სხვა საკითხები, რომლებზეც ასევე ალბათ დაგვჭირდება მუშაობა. ვფიქრობ, რომ ეს წინადადებები მთლიანობაში ქმნის ძალიან კარგ საფუძველს იმისთვის, რომ ჩვენ სიღრმისეულად ვიმსჯელოთ სასამართლო რეფორმის დეტალებზე და კონკრეტულ ასპექტებზე",- ამის შესახებ განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით მიმდინარეობს.



შეხვედრის მონაწილეებს მიესალმნენ ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი კრისტიან ურსე და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე.



ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, კრისტიან ურსემ პარლამენტის თავმჯდომარესა და საქართველოს პარლამენტს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა .



"დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს ამ საკითხისთვის ასეთი მნიშვნელობის მინიჭებისთვის. ძალიან დიდი მადლობა საქართველოს პარლამენტს ამ საკითხების შესრულებისა და მასალების შეგროვებისთვის, შესწორებებისა და კომენტარების შეტანისთვის, რომლებსაც ჩვენ წინა შეხვედრების დროს შევეხეთ",-განაცხადა კრისტიან ურსემ.



პარლამენტის თავმჯდომარის წინადადებით, დღევანდელ შეხვედრაზე განხილული იქნება დისციპლინური სამართალწარმოებისა და სასამართლოს გადატვირთულობის საკითხები. წარმოდგენილი იქნება შესაბამისი პრეზენტაციები, რის შემდეგაც გაიმართება დისკუსია.



"წინა შეხვედრაზე გამოიკვეთა, რომ ერთ-ერთი მთავარი საკითხი არის დისციპლინური სამართალწარმოება. ამ საკითხზე კონკრეტული კანონპროექტებია მომზადებული. გთავაზობთ, რომ დღეს განვიხილოთ სასამართლოს გადატვირთულობის პრობლემაც. ამ საკითხთან დაკავშირებით გამოთქმულია რამდენიმე წინადადება და შენიშვნა. ჩვენ შემოგთავაზებთ პრეზენტაციებს როგორც ერთ, ისე მეორე საკითხზე და შემდეგ დეტალურად განვიხილოთ თოთოეული მათგანი.



დისციპლინური სამართალწარმოებასთან დაკავშირებით ჩვენთან გამოიგზავნა ორი ალტერნატიული კანონპროექტი. სულისკვეთება ალბათ არის ერთი და იგივე, თუმცა არის მნიშვნელოვანი განსხვავებები ტექსტებს შორის. აქედან გამომდინარე, კარგი იქნება, თუ დღეს, ორივე კანონპროექტის პრეზენტაციას შემდეგ ვიზრუნებთ იმაზე, რომ შევჯერდეთ ერთ საერთო კანონპროექტზე. ვფიქრობ, რომ ეს არის შესაძლებელი დღევანდელი დისკუსიის საფუძველზე"- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.



როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, სხვა საკითხებზე მსჯელობა მომდევნო შეხვედრაზე გაიმართება, რომელიც უხლოეს მომავალში ჩატარდება.



სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრას საკანონმდებლო ორგანოს, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების, ასევე დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა