logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
პირველი შინაგან საქმეთა მინისტრის, ნოე რამიშვილის იუბილე მის მშობლიურ სოფელში პირველად აღინიშნა
პირველი შინაგან საქმეთა მინისტრის, ნოე რამიშვილის იუბილე მის მშობლიურ სოფელში პირველად აღინიშნა
12:50 07.04.2018
შინაგან საქმეთა აკადემიის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ივანე პაპიაშვილი და შინაგან საქმეთა არქივის დირექტორი ომარ თუშურაშვილი ჩოხატაურის რაიონის სოფელ დიდ ვანში საქართველოს პირველი შინაგან საქმეთა მინისტრის, ნოე რამიშვილის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ და მის ხსოვნას პატივი მიაგეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივითა და ორგანიზებით, საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, პირველი შინაგან საქმეთა მინისტრის მშობლიურ სოფელში, ჩოხატაურის რაიონის სოფელ დიდ ვანში, ნოე რამიშვილის იუბილე პირველად აღინიშნა. საჯარო შეხვედრა იმ სკოლის ეზოში ჩატარდა, რომელშიც იგი სწავლობდა.
ღონისძიებას ნოე რამიშვილის შთამომავლები, ისტორიკოსები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მოსახლეობა, ასევე, სკოლის მოსწავლეები დაესწრნენ.
სიტყვით გამოსვლისას შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის დირექტორმა ომარ თუშურაშვილმა, ნოე რამიშვილის შთამომავლებმა, ადგილობრივი სკოლის მასწავლებელმა და ისტორიკოსებმა 1918-1921 წლებში დამოუკიდებელი სახელმწიფოს მშენებლობაში საქართველოს პირველი შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ შეტანილ წვლილსა და საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, ქვეყნის დამოუკიდებლობის აღსადგენად მის ბრძოლაზე ისაუბრეს.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში ნოე რამიშვილის შესახებ დაცულ დოკუმენტებზე დაყრდნობით მომზადებული საინფორმაციო ბანერები, ისტორიული დოკუმენტების ასლები და ფოტოები, რომლებიც სოფლის სკოლას და ჩოხატაურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს სამახსოვროდ გადაეცა. სოფელ დიდი ვანის სკოლაში უახლოეს მომავალში რამიშვილების მუზეუმიც გაიხსნება.
ღონისძიების დასასრულს, სკოლის ეზოში შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის მიერ მომზადებული დოკუმენტური ფილმის - „პირველი რესპუბლიკის“ ჩვენება გაიმართა.
ნოე რამიშვილის შთამომავლების ინიციატივით, სოფელ დიდი ვანის სკოლაში ნოე რამიშვილის სახელობის ყოველწლიური სტიპენდია დაწესდება.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს, სოფელ დიდ ვანში, ნოე რამიშვილის ნასახლართან ახლოს, მისმა საფრანგეთში მცხოვრებმა შვილიშვილმა, მიშელ რამიშვილმა ეზო შეიძინა და სახლი აიშენა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა