ტყიბულის შახტაში უბედური შემთხვევის შედეგად 6 მუშა დაიღუპა, 3 კი დაშავდა.
შემთხვევა გამთენიისას მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ინციდენტის მიზეზი, სავარაუდოდ, ის ჭავლი გახდა, რომელიც სამთო დარტყმამ გამოიწვია.
„სამთო დარტყმა მოხდა მეორე სამთო უბანში და დაგვეღუპა 6 ადამიანი. სამთო დარტყმამ გამოწვია ჭავლი, ამ ჭავლმა 6 ადამიანი დააზიანა, დაგვეღუპნენ. სამია დაშავებული, მაგრამ არცერთს არაფერი ემუქრება, დაწყებულია გამოყვანა, პრობლემა არ არის გამოყვანაზე,“-ამბობს შახტის წარმომადგენელი.

















