logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
პროკურორ მილენა მითაიშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებისთვის მისი მეუღლე, ძიძა და ადვოკატი პასუხისგებაში მისცეს
პროკურორ მილენა მითაიშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებისთვის მისი მეუღლე, ძიძა და ადვოკატი პასუხისგებაში მისცეს
16:05 29.03.2018
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ პროკურორ მილენა მითაიშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოს გავრცელებისთვის მისი მეუღლე, ძიძა და ადვოკატი პასუხისგებაში მისცა.

ამასთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს, რომელსაც სიანფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ უცვლელად გთავაზობთ.

„საქართველოს პროკურატურამ პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის სოციალური ქსელის მეშვეობით უკანონოდ გავრცელების ფაქტზე რ.ბ, ნ.ბ. და ი.ა. ბრალდებულად პასუხისგებაში მისცა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის მეორე და მეოთხე ნაწილით.
საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ რ.ბ.-მ თანაცხოვრების პერიოდში, მის მეუღლეს მ.მ.-ს ამ უკანასკნელის ნების საწინააღმდეგოდ მობილური ტელეფონის საშუალებით უკანონოდ გადაუღო პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო. მათ შორის წარმოშობილი ოჯახური კონფლიქტის პერიოდში, რ.ბ.-მ მისი მეუღლის დისკრედიტაციის მიზნით გადაწყვიტა ხსენებული ჩანაწერის სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საშუალებით გავრცელება, რაც გაანდო მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს ი.ა.-ს, რომელმაც თავის მხრივ მის გავრცელებაში დახმარება აღუთქვა.
2017 წლის 05 დეკემბერს, რ.ბ.-მ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გაავრცელა ზემოხსენებული პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერი, რაც ი.ა.-მ გავრცელების მიზნით 2017 წლის 6 დეკემბერს გააზიარა და ხსენებული ჩანაწერის აღწერილობისას მიუთითა მ.მ.-ს ღირსების შეურაცხმყოფელი ტექსტი. აღნიშნული ქმედებების შედეგად ჩანაწერი ასევე ხელმისაწვდომი გახდა ნ.ბ.-სთვის, რომელიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში მუშაობდა მ.მ.-ს და რ.ბ.-ს საცხოვრებელ სახლში მათი მცირეწლოვანი შვილის ძიძად. ნ.ბ.-მ, რომელიც ასევე კონფლიქტურ სიტუაციაში იმყოფებოდა მ.მ-სთან, 2017 წლის 1 თებერვალს, გავრცელების მიზნით საკუთარ ფეისბუქ გვერდზე განათავსა ზემოხსენებული ვიდეოჩანაწერი.
პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის სოციალურ ქსელში უკანონო გავრცელებამ გამოიწვია მ.მ.-ს პირადი ღირსების შეურაცხყოფა და მიადგა მორალური ზიანი.
გამოძიების მიერ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული განჩინებების საფუძველზე, ბრალდებულთა საცხოვრებელ ბინებში და ოფისში ვიდეომასალის აღმოჩენის მიზნით ჩატარდა ჩხრეკა, რის შედეგადაც ამოღებული იქნა კომპიუტერული მონაცემების შემცველი საგნები. მათზე დანიშნული კომპიუტერული ექსპერტიზის შედეგად როგორც ი.ა.-ს, ისე ნ.ბ.-ს პერსონალურ კომპიუტერებში აღმოჩნდა ზემოხსენებული ვიდეომასალა. ი.ა.-ს და რ.ბ-ს შორის განხორციელებული მიმოწერით დასტურდება მათი მხრიდან ვიდეოჩანაწერის გასავრცელებლად წინასწარი შეთანხმებისა და გარკვეული ღონისძიებების დაგეგმვის ფაქტი.
წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით ითვალისწინებს. საქმეზე გრძელდება გამოძიება“- ნათქვამია განცხადებაში.







FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა