იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, შვიდი მოსამართლე უვადოდ გამწესდა.
მათ სამწლიანი გამოცდილების ვადა ეწურებათ.
საბჭოს ამ გადაწყვეტილების შესახებ ცნობილი დღევანდელ სხდომაზე გახდა.
„სამი წლის განმავლობაში არაერთი პროცედურა გაიარეს ამ მოსამართლეებმა, რომლებიც დღეს უვადოდ დაინიშნენ. მათ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთი მოსმაართლე და ერთი არამოსამართლე წევრი სისტემატიურად აფასებდნენ.
ჩვენ შევისწავლეთ მათი განხილული საქმეები, მათი შეფასებები, რომლებიც საბჭოს წევრებს ჰქონდათ მათ მიმართ დაფიქსირებული და ყველა მათგანი შეესაბამებოდა როგორც კომპეტენტურობის, ასევე კეთილსინდისიერების კრიტერიუმს“- განაცხადა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, გიორგი მიქაუტაძემ.

















