ე.წ. საოკუპაციო ხაზთან სოფელ აძვიდან საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე გაიტაცეს.
ერთი მათგანი სოფლის მკვიდრი იოსებ გუნდიაშვილი, მეორე კი ახალუბანში მცხოვრები დავით გერკეულია.
არსებული ინფორმაციით, დაკავებამდე ორივე პირი წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში იმყოფებოდა და მათი გატაცებაც სწორედ ეკლესიის ეზოდან მოხდა.
„მოვიდნენ, გამაგებინეს, შენი ბიჭი წაიყვანესო. ზევით იყვნენ წმინდა გიორგშიო. ხოდა ეხლა ზევით მივდივარ, რომ მეორეს მშობელს გავაგებინო, რომ იქნებ რამე მოვახერხოთ, იმ ბიჭივით არაფერი უქნან“- განაცხადა გატაცებულის დედამ.

















