საქართველოს მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის განცხადებით, ამ ეტაპზე არჩილ ტატუნაშილის
საქმესთან დაკავშრებით ექსპერტიზა საქართველოშია დანიშნული, რის შემდეგად გადაწყდება არის თუ არა საერთაშორისო ექსპერტიზის ჩატარების აუცილებლობა.
მისივე თქმით, ტატუნაშვილის საქმეზე გამოძიება საზოგადოებისთვის სრულიად გამჭვირვალე იქნება.
„მიმდინარეობს ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედებები, დანიშნულია ექსპერტიზა. რაც შეეხება საერთაშორისო ექსპერტიზის ჩართულობას ამ საქმეში ამ ეტაპზე ექსპერტიზა დანიშნულია საქართველოში, სამხარაულის ბიუროში და ექსპერტიზის შედეგების მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას, არის თუ არა ამის საჭიროება რომ ამ საქმეზე ჩატარებული იქნას საერთაშორისო ექსპერტიზა.
რა თქმა უნდა ეს გამოძიება იქნება სრულიად გამჭვირვალე საზოგადოება სრულად იქნება ინფორმირებული გამოძიების მიმდინარეობის და შედეგების შესახებ და ასევე ოჯახს ექნება სრული წვდომა გამოძიების შედეგებზე“ - განაცხადა შოთაძემ.
შეგახსენებთ, რომ ცხინვალში გარდაცვილი არჩილ ტატუნაშილი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ორი დღის წინ გადმოასვენეს.

















