logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
პროკურატურა „მაესტროსა“ და შპს „ელიტა ბურჯის“ კავშირის დამადასტურებელ მტკიცებულებებს აქვეყნებს
პროკურატურა „მაესტროსა“ და შპს „ელიტა ბურჯის“ კავშირის დამადასტურებელ მტკიცებულებებს აქვეყნებს
16:26 12.07.2012
საქართველოს მთავარი პროკურატურა ტელეკომპანია „მაესტროსა“ და შპს „ელიტა ბურჯის“ კავშირის დამადასტურებელ მტკიცებულებებს აქვეყნებს.
პროკურატურის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ გამოძიებას საკმარისი მტკიცებულებები აქვს, რომელთა მიხედვით, შპს „მაესტრომ" პოლიტიკურ კოალიცია „ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებული კომპანია - შპს „ელიტა-ბურჯის" წარმომადგენელთა მითითებით, თვალთმაქცური გარიგებების გზით, საქართველოში ათასობით სატელიტური ანტენა შემოიტანა, რომელიც „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ, ამომრჩევლის მოსყიდვის მიზნით, შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის" მიერ უკვე აპრობირებული სქემით უნდა დარიგებულიყო.
„გამოძიების ხელთ არსებული ინფორმაციით, სატელიტური ანტენების რეალური მესაკუთრის დაფარვის მიზნით, შპს „ელიტა ბურჯი" მზად იყო ანტენების ეტიკეტების ხელახლა დასამზადებლად და შესაფუთად გადაეხადა რამდენიმე ასეული ათასი ამერიკული დოლარი, რათა არ გამჟღავნებულიყო რეალური მესაკუთრის - „ელიტა ბურჯის", „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის" შესახებ მონაცემები. თუმცა, აღნიშნული სქემის განხორციელება სრულად ვერ მოხერხდა და ტვირთის ნაწილი, რომელიც საბაჟო დოკუმენტების თანახმად „მაესტროს“ საკუთრებაა, ეტიკეტების მიხედვით, ისევ „გლობალ კონტაქტ კონსალტინგს" ეკუთვნის“ - ნათქვამია განცხადებაში და აღნიშნულია, რომ საბაჟოსთვის გადაცემული დოკუმენტების მიხედვით, „მაესტროს“ მიმწოდებელი იგივე თურქული კომპანიაა, რომელმაც ანტენები შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგს" მიაწოდა.
პროკურატურის ცნობით, გამოძიებამ ასევე დაადასტურა, რომ განბაჟების პროცესს ახორციელებდა შპს „ელიტა ბურჯის" რამდენიმე წარმომადგენელი და არა შპს „მაესტროს" შესაბამისი პირი, რაც პროკურატურის განცხადებით, ასევე, დამატებით ადასტურებს გარიგებების თვალთმაქცობას.
„ნათელია, რომ მთელ ამ პროცესს ხელმძღვანელობდა არა შპს „მაესტრო", არამედ შპს „ელიტა ბურჯი". სწორედ ამიტომ, საქმეში არსებული მტკიცებულებების გათვალისწინებით და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული პროცედურის დაცვით, საქართველოს პროკურატურამ დააყადაღა სატელიტური ანტენები თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე“- აცხადებენ პროკურატურაში და განმარტავენ, რომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1641-ე მუხლით გრძელდება.
პროკურატურის განცხადებით, მოპოვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნებისთვის“ სატელიტური ანტენების იმპორტს თვალთმაქცური გარიგებების მეშვეობით ახორციელებს შპს „მაესტრო“, რომელმაც შპს „ელიტა ბურჯი" და სხვა კომპანიები ჩაანაცვლა.
პროკურატურამ სასამართლოს ტელეკომპანია „მაესტროს“ სატელიტური ანტენების დაყადაღების მოთხოვნით გუშინ მიმართა.
მიმდინარე წლის 20 ივნისს კი, ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით დაწყებული გამოძების ფარგლებში, პროკურატურამ შპს „ელიტა-ბურჯისა" და სხვა კომპანიების საწყობებში არსებული ანტენები დააყადაღა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა