logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მეუღლის მიმართ არაერთხელ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული მამაკაცი დამნაშავედ ცნეს
მეუღლის მიმართ არაერთხელ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული მამაკაცი დამნაშავედ ცნეს
17:38 20.03.2018
თბილისის საქალაქო სასამართლომ მეუღლის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული პირი დამანაშავედ ცნო და თავისუფლების 3 წლით აღკვეთა მიუსაჯა.

ამასთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს, რომელსაც საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ უცვლელად გთავაზობთ.

„თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მეუღლის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ი.კ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 111,126-ე მუხლის 12 ნაწილით და 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 23 ნოემბერს განზრახი დანაშაულისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა ი.კ.-მ მეუღლეს გ.ა.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით ასევე დადგინდა, რომ 2017 წლის 24 ივნისს ურთიერთშელაპარაკებისას, ი.კ.-მ არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით მეუღლეზე ფიზიკური ძალადობა განახორციელა, ხოლო 2017 წლის ივლისიდან - 2017 წლის 21 სექტემბრის ჩათვლით ი.კ. სისტემატურად, ხშირ შემთხვევაში სხვა პირთა თანდასწრებით გ.ა.-ს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ამცირებდა. ი.კ.-ს ქმედებით დაზარალებული ტანჯვას განიცდიდა.
სამართალდამცველებმა ი.კ. 2017 წლის 23 ნოემბერს, ქ.თბილისში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით), 111,126-ე მუხლის 12 ნაწილით (სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, ოჯახის წევრის მიმართ, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია) და 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა) წარედგინა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ი.კ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და განაჩენთა და დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად 3 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“- ნათქვამია განცხადებაში.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა