logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
 იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა კონსტიტუციური კანონის პროექტს მხარი მესამე მოსმენით დაუჭირა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა კონსტიტუციური კანონის პროექტს მხარი მესამე მოსმენით დაუჭირა
17:35 19.03.2018
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა "საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტს ''საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ", მესამე მოსმენით, ერთხმად დაუჭირა მხარი.

კანონპროექტი სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ წარადგინა. მან კომიტეტის წევრებს კონსტიტუციურ კანონპროექტში შეტანილი ტექნიკური და რედაქციული ხასიათის ცვლილებები გააცნო. ირაკლი კობახიძემ დეპუტატების შეკითხვებსაც უპასუხა.

კანონპროექტის მიზანია ვენეციის კომისიის მიერ გამოთქმული რეკომენდაციების ასახვა საქართველოს კონსტიტუციის ახალ რედაქციაში.

კონსტიტუციური კანონის პროექტის თანახმად:
საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლს ემატება პუნქტი, რომლის მიხედვითაც, "სახელმწიფო ზრუნავს გარემოს დაცვასა და ბუნებრივი რესურსებით რაციონალურ სარგებლობაზე"; ცვლილებები შედის კონსტიტუციის მე-16 მუხლში, რომელიც რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლებები საკითხებს არეგულირებს.
საუნივერსიტეტო ავტონომიის შესახებ ჩანაწერი ემატება 27-ე მუხლის მესამე პუნქტს, შესაბამისად, უზრუნველყოფილია აკადემიური თავისუფლება და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტონომია;
პრინციპული ხასიათის ცვლილება ეხება ე.წ. ბონუსის სისტემას. კერძოდ, კონსტიტუციის ახალი რედაქციიდან ხდება ე.წ. ბონუსის სისტემის ამოღება. შესაბამისად: "პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებმაც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 5 პროცენტი მაინც მიიღეს. პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად მის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება 150-ზე და იყოფა ყველა იმ პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე, რომლებმაც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 5 პროცენტი მაინც მიიღეს. მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი არის პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა. თუ პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი 150-ზე ნაკლებია, გაუნაწილებელ მანდატებს თანმიმდევრობით მიიღებენ უკეთესი შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიები." ბონუსის სისტემის გაუქმებიდან გამომდინარე, კონსტიტუციიდან ხდება რამდენიმე პუნქტის ამოღება. აღნიშნული ცვლილებით ხდება მთლიანად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა;

მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა, პოლიტიკური პარტიების გარდა, ერთჯერადად, საარჩევნო ბლოკებსაც ექნებათ;

50-ე მუხლში, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებს ეხება, ხდება ტერმინოლოგიური ცვლილება, კერძოდ, ტერმინი "ხმოსანი" იცვლება ტერმინით -"საარჩევნო კოლეგიის წევრით";

ცვლილება განხორციელდა კონსტიტუციის მე-18 მუხლში, რომელიც საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას ეხება;

კიდევ ერთი ცვლილება საარჩევნო დავებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებას ეხება.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, დღევანდელ სხდომაზე, "ქურდული სამყაროს" წინააღმდეგ ბრძოლისთვის სისხლისსამართლებრივი ნორმების გამკაცრებას მხარი დაუჭირა. კომიტეტის წევრებმა, პირველი მოსმენისთვის განიხილეს კანონპროექტი "ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" და მისი თანმდევი კანონპროექტები.

ექვსი კანონპროექტისგან შემდგარი საკანონმდებლო პაკეტი, რისი ავტორიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, ხოლო ინიციატორი საქართველოს მთავრობაა, ითვალისწინებს "ქურდული სამყაროს" წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლისა და სრულფასოვანი მართლმსაჯულების განხორციელების უზრუნველყოფას.

კანონპროექტები სხდომაზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა წარადგინა. მისი განცხადებით, ცვლილებების მიზანია ორგანიზებული დანაშულის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება.

"საკანონმდებლო პაკეტმა გააფართოვა იმ ქმედებების წრე, რომელიც დანაშაულად უნდა იქნეს მიჩნეული კანონპროექტის ძალაში შესვლის შემდეგ. მკაცრდება სისხლის სამართლის კოდექსის ის მუხლები, რომლიც ითვალისწინებს დასჯადობას ქურდული სამყაროს წევრობისა და კანონიერი ქურდობისთვის. კანონიერი ქურდობა ხდება განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშული, ასევე ცალკეული განსხვავებული მიდგომები შემოგვაქვს აღნიშნული კანონპროექტით და ქმედებებს ვსჯით არა უშუალოდ მათი ჩადენის მომენტიდან, არამედ მომზადების ადრეული ეტაპიდან",-განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მთავრობის ახალი ინიციატივის თანახმად, კანონპროექტით "ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" არსებითად იცვლება "ქურდული სამყაროს", "ქურდული სამყაროს" წევრის, "კანონიერი ქურდის", "ქურდული გარჩევის" დეფინიციები და ამასთან, ემატება ისეთი ტერმინები, როგორიცაა: "ქურდული სამყაროს" საქმიანობა და "ქურდული შეკრება".

შემოთავაზებული ცვლილებების მიხედვით, აღნიშნული დეფინიციები ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:

"ქურდული სამყარო" – პირთა ნებისმიერი ერთობა, რომელიც შეთანხმებულია "ქურდული სამყაროს" საქმიანობის განხორციელებაზე.

"ქურდული სამყაროს" საქმიანობა - "ქურდული სამყაროს" წევრის ან "კანონიერი ქურდის" მიერ განხორციელებული საქმიანობა, რომლის მიზანია დაშინებით, მუქარით, იძულებით, დუმილის პირობებით, "ქურდული შეკრების/გარჩევის" გზით, დანაშაულებრივ ქმედებებში არასრულწლოვანთა ჩაბმით, დანაშაულის ჩადენით, დანაშაულის ჩადენისაკენ წაქეზებით, საკუთარი კრიმინალური გავლენის გამოყენებით ან სხვა უკანონო ქმედებით "ქურდული სამყაროს" წევრისთვის/"კანონიერი ქურდისთვის" ან სხვა პირისთვის სარგებლის მიღება, ძალაუფლების ან/და გავლენის მოპოვება.

"ქურდული სამყაროს" წევრი - პირი, რომელიც აღიარებს "ქურდულ სამყაროს", კავშირი აქვს მასთან და აქტიურად მონაწილეობს მის საქმიანობაში, აგრეთვე, პირი, რომელიც აღიარებს "ქურდულ სამყაროს", კავშირი აქვს მასთან და სახეზეა აშკარად გამოხატული ნიშნების ერთობლიობა, რომ პირი თავისი ქმედებით გამოხატავს მზადყოფნას, "ქურდული სამყაროს" საქმიანობაში მონაწილეობის შესახებ.

"კანონიერი ქურდი" – პირი, რომელიც ნებისმიერი ფორმით მართავს ან/და ორგანიზებას უწევს "ქურდულ სამყაროს" ან "ქურდულ სამყაროსთან" დაკავშირებულ პირთა გარკვეულ ჯგუფს.

"ქურდული გარჩევა" – "ქურდული სამყაროს" წევრის/"კანონიერი ქურდის" მიერ პირის ქმედების შეფასება ან/და დავის განხილვა/გადაწყვეტა ნებისმიერი ფორმით, მათ შორის, ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებებით "ქურდული სამყაროს" საქმიანობის განხორციელების მიზნით.

"ქურდული შეკრება" - ორი ან მეტი პირის შეკრება ან ნებისმიერი ფორმით დაკავშირება (მათ შორის, ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით) "ქურდულ სამყაროში" პირთა გაწევრიანების ან წევრობის შეწყვეტის ან სტატუსის შეცვლის, "ქურდული სამყაროს" საქმიანობასთან დაკავშირებული ფინანსური/მატერიალური რესურსების განკარგვის ან ნებისმიერი სხვა საკითხის განხილვის/გადაწყვეტის მიზნით.

შესაბამისი ცვლილებები, გამკაცრების კუთხით, შედის სისხლის სამართლის კოდექსშიც, კერძოდ:

"ქურდული სამყაროს" წევრობა, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ათ წლამდე; "კანონიერი ქურდობა" – თავისუფლების აღკვეთით ვადით ცხრიდან თხუთმეტ წლამდე; "ქურდული შეკრების" ორგანიზება ან მასში მონაწილეობა - თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ათ წლამდე; ნებისმიერი ქმედება ჩადენილი პირის მიერ, რომლისთვისაც ცნობილია "ქურდული სამყაროს" საქმიანობის შესახებ და სურდა ან უშვებდა, რომ თავისი აქტიური ქმედებით ხელს უწყობდა "ქურდული სამყაროს" საქმიანობის განხორციელებას - თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე; პირის მიერ "ქურდული სამყაროს" წევრისთვის/"კანონიერი ქურდისთვის" მიმართვა "ქურდული გარჩევის", ან მის ან სხვა პირის სასარგებლოდ ნებისმიერ პირზე ან ნებისმიერი პირის გადაწყვეტილების მიღებაზე არამართლზომიერი ზეგავლენის მოხდენის მიზნით, მიუხედავად იმისა, განხორციელდა თუ არა "ქურდული სამყაროს" წევრის/"კანონიერი ქურდის" მიერ რაიმე ქმედება ან/და დადგა თუ არა ამ პირისთვის სასურველი შედეგი – თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან შვიდ წლამდე.

როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, კანონპროექტების ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილვის დროს, ცალკეული მუხლების ფორმულირებებში გარკვეული ცვლილებები შევიდა, თუმცა პრინციპები უცვლელი დარჩა. მომხსენებელმა დეპუტატების შეკითხვებსაც უპასუხა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრებმა, როგორც საპარლმენტო უმრავლესობიდან, ასევე უმცირესობიდან, მხარი დაუჭირეს საკანონმდებლო პაკეტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა