თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ხანძრის შედეგად 80 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.
ხანძარი საცხოვრებელ ბინას გაუჩნდა.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცი სახლში მარტო ცხოვრობდა.
შემთხვევის შედეგად დაახლოებით 3-4 კვადრატული მეტრის ფართობია დამწვარი.
ინციდენტის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

















