logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
უფასო იურიდიული დახმარების მიღებას ბრალდებულის გარდა მსჯავრდებული არასრულწლოვანიც შეძლებს
უფასო იურიდიული დახმარების მიღებას ბრალდებულის გარდა მსჯავრდებული არასრულწლოვანიც შეძლებს
14:09 14.03.2018
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საქართველოს აღმასრულებელმა ხელისუფლებამ „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ აღსრულების პროცესის კიდევ მეტი ეფექტურობისათვის, სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორისი საბჭოს მულტიდისციპლინური ჯგუფის ფარგლებში შემუშავებულ საკანონმდებლო ცვლილებებს მხარი დაუჭირა. კანონპროექტი იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა წარადგინა.
კანონპროექტის მიზანია კოდექსის ზოგიერთი ნორმა დაზუსტდეს, კიდევ უფრო მოქნილი გახდეს და კოდექსი უკეთ შეუსაბამოს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს.
კანონპროექტის თანახმად, უფასო იურიდიული დახმარების მიღებას, ბრალდებულის გარდა, მსჯავრდებული არასრულწლოვანიც შეძლებს; არასრულწლოვან მოწმეს და გამოსაკითხ პირს ექნება უფასო იურიდიული დახმარებით სარგებლობის შესაძლებლობა ძალადობრივი დანაშაულის შემთხვევაშიც − დღემდე ეს შესაძლებლობა მხოლოდ გადახდისუუნარობისას მოქმედებდა; ზუსტდება არასრულწლოვნის უფლება, რომ მის მიმართ საპროცესო მოქმედება მხოლოდ არასრულწლოვნების მართლმსაჯულებაში სპეციალიზებულმა პირებმა განახორციელონ იმ საქმეზეც, სადაც იგი მოწმედ მონაწილეობს სრულწლოვანი პირის პროცესში; დეტალურად განისაზღვრება, რა შემთხვევებში გამოიყენება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მატერიალური და საპროცესო ნორმები; კერძოდ, იმ პირის მიმართ, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა, როგორც არასრულწლოვანმა, და შემდეგ გახდა სრულწლოვანი, გამოიყენება „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ მატერიალურ-სამართლებრივი ნორმები და „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი“. ასევე, თუ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესის დაწყებისას პირი იყო არასრულწლოვანი და პროცესის დასრულებამდე გახდა სრულწლოვანი, მის მიმართ პროცესის იმ ეტაპიდან, როცა ის სრულწლოვანი გახდა, გამოიყენება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმები. კოდექსის ყველა მუხლში, სადაც ფსიქოლოგის ჩართულობა გათვალისწინებულია, კონკრეტდება პროცესში ფსიქოლოგის ჩართვის წესი და მისი ფუნქციები; ზუსტდება ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მომზადებასთან დაკავშირებული საკითხები − ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მომზადება და გათვალისწინება სავალდებულო გახდება იმ შემთხვევაშიც, როცა საქმე აკმაყოფილებს განრიდების საკანონმდებლო კრიტერიუმებს, თუმცა, პროკურორი არ იღებს გადაწყვეტილებას არასრულწლოვნის განრიდების თაობაზე. კანონპროექტით იცვლება, აგრეთვე, ცალკეული პროცესუალური საკითხი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ზედმეტი გაჭიანურების თავიდან ასაცილებლად.
ცვლილებები „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში“ მულტიდისციპლინური ჯგუფის ფარგლებში მომზადდა, რომელიც გაერო-ს ბავშვთა ფონდის ინიციატივით 2017 წლის ზაფხულში შეიქმნა და მართლმსაჯულების პროცესში ჩართულ უწყებებს აერთიანებს. მის მუშაობაში მონაწილეობდნენ იუსტიციის, შინაგან საქმეთა, სასჯელაღსრულების, განათლების, ჯანდაცვის სამინისტროების, აგრეთვე, პროკურატურის, საერთო სასამართლოების, იურიდიული დახმარების სამსახურის, ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლები.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა