პანკისის ხეობაში 23 წლის ქალი მუცლის არეში დაიჭრა. არსებული ინფორმაციით, ქალს
იარაღი შემთხვევით გაუვარდა.დაჭრილი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადიყვანეს.
ექიმის თქმით პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
"კატასტროფის ბრიგადის მიერ თელავის რეფერალურ სავადმყოფოში შემოყვანილ ქალბატონს აღენიშნება მუცლის ღრუს შემავალი ჭრილობა. ჩატარდა ქირურგიული ჩარევა. ამ ეტაპზე პაციენტი მართვით სუნთქვაზე, რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა"-განაცხადა ექიმმა.
როგორც "ნიუსპრესს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

















