სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა „ნაციონალური მოძრაობის“ ფოთის მაჟორიტარობის კანდიდატი თენგიზ სარიშვილი სამარათლადამრღვევად
სცნო და საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაუგზავნა.
როგორც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სამსახურმა სარიშვილის მიერ საარჩევნო მიზნებიდან გამომდინარე, მოქალაქისთვის საჩუქრად სატელიტური თეფშის გადაცემის შესახებ მასობრივი ინფორმაციის საშუალებით გავრცელებული ინფორმაცია შეისწავლა.
„მონიტორინგის პროცესში დადგინდა, რომ 2012 წლის ივნისში, ბარათაშვილის #99 კორპუსის ეზოში მოსახლეობასთან გამართული შეხვედრისას, ფოთის საკრებულოს წევრი თენგიზ სარიშვილი მოსახლეობის პრობლემებით დაინტერესდა, რა დროსაც იმავე კორპუსში მცხოვრებ ერთ–ერთ ქალბატონს 74 წლის პენსიონერს ლუდა უდალოვას დაპირდა და მომდევნო დღეებში საჩუქრად სატელიტური თეფში გადასცა, რომლის დამონტაჟებაც სრულიად უსასყიდლოდ თავადვე უზრუნველყო“ - ნათქვამია განცხადებაში.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული ფაქტი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მოთხოვნებს ეწინააღმდეგება, რის გამოც თენგიზ სარიშვილის საქმე საქალაქო სასამართლოს გადაეგზავნა.

















