logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
სახელმწიფო აუდიტის სამსახური ნოდარ ჯავახიშვილს თანხების ხარჯვის მიზნობრიობის დასადგენად დოკუმენტაციას სთხოვს
სახელმწიფო აუდიტის სამსახური ნოდარ ჯავახიშვილს თანხების ხარჯვის მიზნობრიობის დასადგენად დოკუმენტაციას სთხოვს
17:55 11.07.2012
სახელმწიფო აუდიტის სამსახური „ბანკი ქართუს“ გენერალურ დირექტორს ნოდარ ჯავახიშვილს პირად ანგარიშზე ჩარიცხული  სოლიდური თანხის ხარჯვის მიზნობრიობის დასადგენად დოკუმენტალურად დადასტურებული ინფორმაციის წარდგენას სთხოვს.
ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წერილშია აღნიშნული.
როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ოფიციალურად მოპოვებული ინფორმაციით დასტურდება, რომ გაცხადებული პოლიტიკური მიზნების და ამოცანების მქონე ფიზიკური პირის - ბიძინა ივანიშვილის და მისი მეუღლის, ეკატერინე ხვედელიძის საბანკო ანგარიშებიდან, 2012 წლის განმავლობაში, სს „ბანკი ქართუს“ გენერალური დირექტორის ნოდარ ჯავახიშვილის პირად ანგარიშზე 6 მილიონ ლარამდე თანხა ჩაირიცხა, რომელიც ჯავახიშვილმა ჩარიცხვისთანავე გაიტანა ბანკიდან.
„რადგან ბიძინა ივანიშვილი, მისი საჯაროდ გაცხადებული საარჩევნო მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 261 მუხლით გათვალისწინებული სუბიექტია, ამავდროულად, უკვე არაერთხელ აქვს დარღვეული პოლიტიკური დაფინანსების შესახებ კანონმდებლობის მოთხოვნები, არსებობს დასაბუთებული ვარაუდის საფუძველი, რომ ზემოაღნიშნული ტრანზაქციები შესაძლოა, მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირდებოდეს“ - ნათქვამია განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, შესაძლოა, ნოდარ ჯავახიშვილის მიერ განაღდებული მილიონობით ლარი ორგანული კანონის გვერდის ავლით იხარჯებოდეს.
„იმისათვის, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ბიძინა ივანიშვილის მიერ ნოდარ ჯავახიშვილის პირად ანგარიშზე ჩარიცხული სოლიდური თანხების ხარჯვის მიზნობრიობის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობაზე გონივრული რწმუნება მიიღოს, ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა სს „ბანკი ქართუს“ გენერალურ დირექტორს მიღებული დაფინანსების შედეგად განხორციელებული საქმიანობისა და ხარჯების შესახებ დოკუმენტალურად დადასტურებული ინფორმაციის წარდგენა სთხოვა“ - ნათქვამია განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, ნოდარ ჯავახიშვილმა აღნიშნული დოკუმენტაცია სამი დღის ვადაში უნდა წარადგინოს.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა