დიღმის მასივში 17 წლის მოზარდი საცხოვრებელი კორპუსის მე-8 სართულიდან გადმოვარდა.
ბავშვი ავტოსადგომის სახურავზე დაეცა.
იგი მრავლობითი დაზიანებებით ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს.
„დაახლოებით ორი საათის წინ სასაწრაფო დახმარების ბრიგადამ შემოიყვანა ახალგაზრდა მამაკაცი, 17 წლის.
ქვედა კიდურების მოტეხილობა და ხერხემლის დაზიანება აქვს. შეყვანილია საოპერაციოში. იგეგმება ორი ოპერაცია. სტაბილურად მძიმედ რჩება მისი მდგომარეობა“- განაცხადა ექიმმა.
გამოძიება სსსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მივანას გულისხმობს.

















