სვეტიცხოვლის ტაძრის ეზოში მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს.
დაჭრილი მცხეთის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია გადაყვანილი.
არსებული ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
დაჭრაში ბრალდებული დაკავებულია.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

















