ვაკეში, ჭავაჭავაძის 48 ნომერში მდებარე "სამსუნგის" მაღაზია გაქურდეს.
არსებული ინფორმაციით, მაღაზიიდან წაღებულია სმარტფონები და ტელეფონები.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს.
ამ დროისთვის საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

















