logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
 ფონდ „იავნანას“ საქმეზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
ფონდ „იავნანას“ საქმეზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
18:08 01.03.2018
ფონდ „იავნანას“ საქმეზე საქართველოს მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, დღეს პროკურატურაში დაკითხვაზე პაატა ბურჭულაძის მეუღლე უნდა გამოცხადებულიყო, თუმცა აღმოჩნდა, რომ ის ქვეყანაში არ იმყოფება.

„საქართველოს მთავარი პროკურატურის წარმოებაში არსებულ ა(ა)იპ „უდედმამო და მშობლების მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა ფონდი იავნანას“ საქმეზე, 2018 წლის 01 მარტს, 13:00 საათზე, მოწმის სახით გამოკითხვის მიზნით პროკურატურაში დაბარებული იყო ფონდის ყოფილი პრეზიდენტის პ.ბ.-ს მეუღლე, ა.ვ.
იმის გათვალისწინებით, რომ ა.ვ. არ იმყოფება საქართველოში, მიმდინარე წლის 27 თებერვალს, საგამოძიებო ორგანოში გამოძახების თაობაზე უწყება ჩაბარდა ფონდის ყოფილი პრეზიდენტის პ.ბ-ს მიერ სამართალდამცავ უწყებასთან ურთიერთობისთვის გამოყოფილ პირს, „უდედმამო და მშობლების მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა ფონდი იავნანას“ აღმასრულებელ დირექტორს გ.ა.-ს, რაზედაც შედგა შესაბამისი ოქმი. საქართველოში არ იმყოფება თავად პ.ბ.-ც, ხოლო მისმა ვაჟმა შ.ბ.-მ ა.ვ.-სთვის გადასაცემი უწყების ჩაბარებაზე უარი განაცხადა.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქმე ეხება ა(ა)იპ „უდედმამო და მშობლების მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა ფონდი იავნანა“-ს დიდი ოდენობით თანხის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, შესაძლო მითვისება-გაფლანგვის ფაქტებს.
გამოძიების მიერ ამოღებული დოკუმენტაციის შესწავლით ირკვევა, რომ 2006-2013 წლებში, ა(ა)იპ „უდედმამო და მშობლების მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა ფონდი იავნანას“ შემოწირულობებით დაფინანსებულია ა.ვ.-ს ევროპისა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში გასამგზავრებელი ავიაბილეთების თანხები, ასევე მასზე ხელფასის და სხვა ანაზღაურების სახით გაცემულია თანხები და ხსენებული ხარჯების ოდენობა შეადგენს რამდენიმე ათეულ ათას ლარს.
შესაბამისად, გამოძიების მიზანია ფონდ ,,იავნანას’’ თანხების ხარჯვის კანონიერებისა და მიზნობრიობის შესწავლის პროცესში, გამოარკვიოს თუ რატომ ფინანსდებოდა უდედმამო და მზრუნველობას მოკლებული ბავშვებისთვის განკუთვნილი თანხებით ფონდის იმჟამინდელი პრეზიდენტის ოჯახის წევრის, კერძოდ მეუღლის - ა.ვ.-ს მგზავრობისა და სასტუმროს თანხები, ასევე რამდენად მიზნობრივად და კანონიერად გაიცემოდა მასზე ფონდიდან ხელფასები და სხვადასხვა სახის თანხები.
რაც შეეხება პ.ბ.-ს ადვოკატის განცხადებას, ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებული წესით ა.ვ.-ს გამოძახებასთან დაკავშირებით, განვმარტავთ, რომ აღნიშნული კანონი არეგულირებს არა უცხო ქვეყნის მოქალაქის მოწმის სახით გამოძახების წესს, არამედ უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე მყოფი ნებისმიერი პირის გამოძახების წესს და ამ შემთხვევაში კანონისთვის გამოსაძახებელი პირის მოქალაქეობა განმსაზღვრელი არ არის. ამასთან, პროკურატურისთვის აღნიშნული წესით მოწმის დაბარება არის ერთ-ერთი შესაძლებლობა, რომ ამ ფორმით გამოძახებული იქნეს საზღვარგარეთ მყოფი გამოსაკითხი პირი. მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ საგამოძიებო უწყებას კომუნიკაცია აქვს თავად ფონდის ყოფილი პრეზიდენტის მიერ გამოყოფილ პირთან, მოწმე ა.ვ. გამოსაკითხად გამოძახებული იქნა სწორედ აღნიშნული პირის მეშვეობით. ამავე წესით იქნა გამოძიების მიერ მოწმის სახით გამოკითხვაზე გამოძახებული ფონდის ყოფილი პრეზიდენტი პ.ბ.-ც, რომელიც გამოძახების მომენტში, ისევე როგორც ამჟამად მოწმე ა.ვ., იმყოფებოდა საზღვარგარეთ, თუმცა ადვოკატის მხრიდან პ.ბ.-ს გამოძახებასთან დაკავშირებით ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ,, საქართველოს კანონის მე-7 მუხლზე აპელირებას ადგილი არ ჰქონია.
პროკურატურა ამ ეტაპზე არ გეგმავს ისარგებლოს ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებული მოწმის გამოძახების წესით, ვინაიდან მიზანშეუწონლად მიაჩნია მოწმე ა.ვ.-ს მგზავრობასთან და საქართველოს ტერიტორიაზე მის ყოფნასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება.
ამასთან, განვმარტავთ, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის თანახმად გამოკითხვა ნებაყოფლობითია და პროკურატურა იმედს გამოთქვამს რომ მოწმე ა.ვ. ითანამშრომლებს გამოძიებასთან და პასუხს გასცემს მის მიმართ ძიების პროცესში არსებულ კითხვებს, ხოლო იმ შემთხვევაში თუ იგი უარს განაცხადებს, მისი გამოკითხვა მოხდება ა.ვ.-ს საქართველოში ჩამოსვლის შემდგომ კანონით დადგენილი წესით“- ნათქვამია განცხადებაში.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა