თბილისში, ბარათაშვილის ქუჩაზე გუშინ დაშავებული მოზარდების ჯანმრთელობის მდგომარეობა
სტაბილურია.
ექიმის განცხადებით, ბავშვების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
„ბიჭს აქვს თავზე სკალპირებული ჭრილობა, საკმაოდ დიდი ზომის, ღრმა ჭრილობა, რომელსაც ჩაუტარდა ქირურგიული დამუშავება. ასევე ამ შემთხვევიდან მოყვანილია ორი გოგონა, რომლებსაც აღენიშნებათ მრავლობითი ჭრილობები სახეზე. ჩაუტარდათ ტავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია. აქაც ძვლოვანი დაზიანება ქალაში და სისხლჩაქცევა, რომელსა დიდი მასშტაბის ქირურგიული ოპერაცია არ დასჭირვებია და იმყოფებიან სტაციონალურ მკურნალობაზე“-განაცხადა ნეიროქირურგიული განყოფილების ხელმძღვანელმა ბესიკ წივწივაძემ.
შეგახსენებთ, რომ შემთხვევა გუშინ დაახლოებით 16:00 საათისთვის მოხდა. საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტების შენობიდან მინა ჩამოვარდა, რომელიც 6 ბავშვს დაეცა. მათგან ერთი გუშინვე, საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა.
მომხდარზე გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით მიმდინარეობს.

















