logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
პროკურატურაში ცალკეულ მოხელეთა მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და გადამეტების შესაძლო ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
პროკურატურაში ცალკეულ მოხელეთა მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და გადამეტების შესაძლო ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
23:13 28.02.2018
საქართველოს პროკურატურამ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შუალედური ინფორმაციის საფუძველზე, ცალკეულ მოხელეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების შესაძლო ფაქტებზე გამოძიება ჯერ კიდევ 2017 წელს დაიწყო.

უწყება აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ უცვლელად გთავაზობთ:

„მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს საზოგადოებას და მათ შორის დაინტერესებულ არასამთავრობო ორგანიზაციებსაც კიდევ ერთხელ ვაცნობოთ, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ 2017 წლის 22 მაისს გამოქვეყნებული შუალედური ინფორმაციის საფუძველზე, საქართველოს მთავარ პროკურატურაში 2017 წლის 23 მაისს დაიწყო და მიმდინარეობს გამოძიება ცალკეულ მოხელეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების შესაძლო ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, 333-ე მუხლის პირველი ნაწილით და 182-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ და მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით, რის შესახებაც ოფიციალური განცხადება მყისიერად გამოქვეყნდა მთავარი პროკურატურის ოფიციალურ ვებგვერდზე და გაშუქდა მედიასაშუალებებით.

გამოძიების ფარგლებში ხორციელდება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2017 წლის 22 მაისს გამოქვეყნებულ შუალედურ ინფორმაციაში მითითებული საკითხების, კერძოდ: 2016 წლის 15 აპრილს, შპს ,,ბი ეს არ - სი დი ჯი დეველოპმენტის“ საკუთრებაში არსებული, ქ. თბილისში, მზიურის მიმდებარე ტერიტორიაზე 2 302 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ამჟამად ნაკვეთზე გადის მუნიციპალური გზა) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადაცემის სანაცვლოდ, ქ. თბილისში, ნუცუბიძის ქუჩისა და ინტენსიფიკაციის გზას შორის არსებული ორი მიწის ნაკვეთის, გაცვლის ფორმით პრივატიზებისა და 2016 წლის 15 სექტემბერს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ, შპს ,,ბი ეს არ - სი დი ჯი დეველოპმენტისთვის“ ქ. თბილისში, ნუცუბიძის ქუჩასა და ინტენსიფიკაციის გზას შორის მდებარე 3 557 კვ.მ მიწის ნაკვეთის აუქციონის ფორმით პრივატიზების კანონიერების შესწავლა.

ამჟამად სისხლის სამართლის საქმეზე, მიმდინარეობს როგორც საგამოძიებო, ისე საპროცესო მოქმედებები. შესაბამისი საექსპერტო შეფასების მიზნით, გამოძიების მიმდინარეობაში ჩართულია საქართველოს პროკურატურის მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფი, რასთან დაკავშირებითაც საქართველოს პროკურატურამ ასევე გაასაჯაროვა ინფორმაცია როგორც ოფიციალურ ვებ-გვერდზე, ასევე სხვადასხვა მედიასაშუალებით.
გამოძიების შედეგის შესახებ ეცნობება საზოგადოებას“-აცხადებენ პროკურატურაში.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა