თევდორე მღვდილის ქუჩაზე, ხანძრის ტერიტორიაზე დედაქალაქის მერი, კახა კალაძე იმყოფებოდა.
როგორც მან შემთხვევის ადგილზე განაცხადა, ხანძარი ლოკალიზებულია და ახლა მხოლოდ რამდენიმე კერაზე მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.
„ხანძარი ფაქტიურად ლოკალიზებულია, არის პატარ-პატარა კერები, რაზეც მუშაობენ შესაბამისი სამსახურები. მესამე სართულზე იყო ხანძარი და მთავარია, რომ არც გვერდით და არც უკანა შენობებზე არ გადასულა ცეცხლი და ლოკალიზება დროულად მოხდა“- განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ ხანძარი თევდორე მღვდლის ქუჩაზე ღამით გაჩნდა. დამწვარია ბაზრის ტერიტორიიის დაახლოებით 3000 კვადრატული მეტრის ფართობი.

















