თევდორე მღვდლის ქუჩაზე სავაჭრო ცენტრ ,,თერგში“ გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.
ლიკვიდაციის მიზნით კი სამუშაოები ისევ გრძელდება.
არსებული ინფორმაციით, სავაჭრო ცენტრის 3000 კვ მეტრი ფართობი დაიწვა.
მოვაჭრეებს შიდა ტერიტორიაზე ამ დრომდე არ უშვებენ. რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

















