logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ნინო ჯავახაძემ გერმანელ და ავსტრიელ კოლეგებთან შეხვედრები გამართა
ნინო ჯავახაძემ გერმანელ და ავსტრიელ კოლეგებთან შეხვედრები გამართა
15:43 26.02.2018
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო ჯავახაძემ გერმანელ და ავსტრიელ კოლეგებთან შეხვედრები გამართა.

როგორც ჯავახაძემ განაცხადა, გერმანელ და ავსტრიელ კოლეგებთან ერთად ქართულმა მხარემ თავშესაფრის მაძიებელთა მხრივ არსებული სტატისტიკა განიხილა.

„შეხვედრები გავმართეთ ჩვენს გერმანელ და ავსტრიელ კოლეგებთან ერთად. მათთან ერთად დეტალურად განვიხილეთ თავშესაფრის მაძიებელთა მხრივ არსებული სტატისტიკა, ასევე დანაშაულის მაჩვენებელი. მაჩვენებლებში გვაქვს გარკვეული ზრდა, თუმცა ეს საგანგაშო არ არის. ჩვენს კოლეგებს გავაცანით საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილი ღონისძიებები, იქნება ეს გვარის შეცვლის პროცედურის გართულება, რომელიც უკვე ინიცირებულია იუსტიციის სამინისტროს მიერ, თუ საინფორმაციო კამპანია, რომელიც უკვე დავიწყეთ. ჩვენი კოლეგები მიესალმებიან იმ ღონისძიებებს, რომელსაც ატარებს საქართველოს მთავრობა. ასევე, ჩვენს გერმანელ კოლეგებთან დავაყენეთ საკითხი საქართველოს უსაფრთხო ქვეყნის აღიარების თაობაზე, რომელიც ავსტრიას უკვე გახორციელებული აქვს. ვინაიდან ასეთი სტატუსი მნიშვნელოვნად ამცირებს თავშესაფრის მაძიებლების განაცხადების განხილვის ვადას, რაც ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია. კოლეგებს ასევე სამომავლო გეგმები გავაცანით, კერძოდ დაგეგმილი ვიზიტი „ევროპოლში.“ ვიზიტის ფარგლებში მინისტრის მიერ მოხდება შესაბამისი მემორანდუმების ხელისმოწერა, რის შემდეგაც ჩვენ უკვე შევძლებთ „ევროპოლში“ გავაგზავნოთ ჩვენი მეკავშირე ოფიცერი, ასევე ინფორმაცია გავცვალოთ ოპერატიულად „ევროპოლის“ უსაფრთხო არხების მეშვეობით. ზოგადად, ჩვენს კოლეგებთან შევთანხმდით, რომ მოხდება ოპერატიული ინფორმაციის უფრო ინტენსიური გაცვლა. დადებითად შეფასდა პოლიციის ატაშეების როლი, როგორც ავსტრიაში ისე გერმანიაში და ამ მხრივ შინაგან საქმეთა სამინისტრო გეგმავს პოლიციის ატაშე სხვა ქვეყნებშიც მიავლინოს, ვინაიდან ეს ინსტიტუტი როგორც ჩანს ძალიან პოზიტიურია და ძალიან პროდუქტიულად მოქმედებს“- განაცხადა ჯავახაძემ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა