საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშილის განცხადებით, 2004
წლის ზაფხულშ მან ხელი ათასობით ადამიანის დანიშვნას მოაწერა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა მათგანზე პასუხისმგებლობა დაეკისრა.
ამის შესახებ ოქრუაშვილმა ბუტა რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით მისი დაკითხვის შემდეგ განაცხადა.
„დღეს მე ორივე მხარეს მოლოდინი გავუცრუე. როგორც ჩანს ორივე მხარე მელოდებოდა იმისთვის, რომ ერთის დანაშაული მემტკიცებინა და მეორეს უდანაშაულობა, ასე არ გამოვიდა. მე დღეს ამისთვის არ მოვსულვარ. 2004 წლის ზაფხულში მე ხელი მოვაწერე შსს-ში 40 ათასამდე ადამიანის დანიშვნას. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე ყველას საქციელზე პასუხს ვაგებდი, თუ დანაშაულს ქონდა ადგილი, პროკურატურის ქვემდებარე იყო ეს საქმე მაშინვე და გამოიძიებდა, მითუმეტეს მაშინ, როდესაც იმ ხელისუფლების ნომერ პირველი მტერი ვიყავი“- განაცხადა ოქრუაშვილმა.

















