ყვარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში რკინის კონსტრუქციის დაცემის შედაგად 10 წლის ბავშვი
გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც მოზარდი თანატოლებთან ერთად თამაშობდა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესს“ განუცხადეს, მომხდარი დაკვალიფიცირდა როგორც უბედური შემთხვევა, ფაქტი დანაშაულის ნიშნებს არ შეიცავს და შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმე არ აღძრულა.

















