logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს
არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს
19:24 23.02.2018
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს, რომელსაც საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ უცვლელად გთავაზობთ:
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ე.წ. „ცხელი ხაზის“ მექანიზმის ამოქმედების შედეგად, დე-ფაქტო ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 22 თებერვალს უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების პირველადი მიზეზი არის „გულის შეტევა (ე.წ. ინფარქტი)“. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოთხოვნაზე, რომ მომხდარიყო ადგილზე ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგელების შეშვება ცხედრის პირველადი შესწავლის მიზნით, დე- ფაქტო ხელისუფლებამ უარი განაცხადა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრინციპული მოთხოვნაა, რომ მოხდეს არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება და დაკავებულების ლევან ქუტაშვილის და იოსებ პავლიაშვილის უმოკლეს ვადაში გათავისუფლება.

დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ გაკეთებული განცხადება და სხვადასხვა ღია საინფორმაციო საშუალებებში გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს არჩილ ტატუნაშვილი თანამშრომლობდა ქართულ სპეცსამსახურებთან და მონაწილეობა ჰქონდა მიღებული ოსი ერის ე.წ. გენოციდში არის გამოგონილი და ფაქტების დამახინჯების მიზანმიმართულ მცდელობას წარმოადგენს.

2018 წლის პირველ მარტს ჩანიშნულია ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) მორიგი შეხვედრა სოფ. ერგნეთში და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლების მიერ არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების, ლევან ქუტაშვილის და იოსებ პავლიაშვილის უკანონო დაკავების საკითხი აუცილებლად დადგება დღის წესრიგში. ჩვენი შეფასებით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, საჭიროა, საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღების მაქსიმალური მობილიზება, რათა მოხდეს ტატუნაშვილის გარდაცვალების მიზეზის სიღრმისეული და გამჭვირვალე გამოძიება. ამ მიმართულებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აგრძელებს მის ხელთ არსებული ყველა სახის ინფორმაციის მყისიერ მიწოდებას, როგორც საქართველოს ხელისუფლების სხვადასხვა უწყების, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის“-ნათქვამია განცხადებაში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა