აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ე.წ. მიხაილოვის საავადმყოფოს შენობის გვერდით მდებარე
ისტორიულ ნაგებობაში ხანძრის ჩაქრობას 21 სახანძრო ბრიგადა ცდილობდა.
100-მდე მეხანძრე-მაშველი აღმაშენებლის 60 ნომერში 3 საათზე მეტი ხანს მუშაობდა.
თავდაპირველად ცეცხლი სახურავზე გაჩნდა და 1 500 კვადრატულ მეტრ ფართობზე გავრცელდა. დაშავებული არავინაა.

















