logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
შსს-მ დროებითი მოთავსების იზოლატორების განვითარების გეგმა წარმოადგინა
შსს-მ დროებითი მოთავსების იზოლატორების განვითარების გეგმა წარმოადგინა
14:33 16.02.2018
სასტუმრო „რედისონში“ შინაგან საქმეთა სამინისტრომ დროებითი მოთავსების იზოლატორების განვითარების გეგმა წარმოადგინა. პრეზენტაცია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უმაღლესი კომისრის ოფისის მხარდაჭერით გაიმართა. შეხვედრის ფარგლებში სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მიეწოდათ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ამ მიმართულებით განხორციელებული და დაგეგმილი აქტივობების შესახებ.
აქტივობები მოიცავს ინფრასტრუქტურის განვითარებას, არსებული ვიდეო-მეთვალყურეობის სისტემის და ელექტრონული ბაზის დახვეწას, იზოლატორებში მოთავსებულ პირთა სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაზრდას, დაკავებულთა კვებისა და სხვა პირობების გაუმჯობესებას, სტრუქტურულ რეორგანიზაციას, თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებას, სამართლებრივი ბაზის განახლებას.

კერძოდ:
• 2018 წლის თებერვლის დასაწყისში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე, იზოლატორებში წარმოებული ვიდეოჩანაწერების შენახვის ვადა 24 საათიდან - 120 საათამდე გაიზარდა, რამაც დაკავებული ბრალდებულების დროებითი მოთავსების იზოლატორებში ყოფნის მთელი პერიოდი მოიცვა;
• ინფრასტუქტურის გაუმჯობესების მიზნით, უკვე დაიწყო და ეტაპობრივად განხორციელდება სარემონტო სამუშაოები წალკის, ჩხოროწყუს, ქობულეთის, სამტრედიისა და ფოთის იზოლატორებში. შედეგად აღნიშნულ რეგიონებში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი იზოლატორები იფუნქციონირებს;
• დაწყებულია მუშაობა ვიდეო-მეთვალყურეობის სისტემის გასაუმჯობესებლად. საწყის ეტაპზე, 6 მსხვილ იზოლატორში ვიდეო-მეთვალყურეობის არსებული მოძველებული საშუალებები ჩანაცვლდება ახლით, რის შემდეგაც ჩანაცვლება ეტაპობრივად გაგრძელდება;
• თებერვლის ბოლოს განახლებული იზოლატორი გაიხსნება ახალქალაქში, სადაც უკვე განხორციელდა შენობის სრული რეკონსტრუქცია. ასევე ახალი იზოლატორები აშენდება ბორჯომში, ბაკურიანსა და გუდაურში, ხოლო ზუგდიდსა და ახალციხეში ძველი იზოლატორები ახლით ჩანაცვლდება;
• დროებითი მოთავსების იზოლატორში განთავსებულ პირთა სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, ქვეყნის მასშტაბით მოქმედ ყველა იზოლატორში დაკავებული პირებისთვის ხელმისაწვდომი იქნება სამედიცინო პერსონალი;
• ადმინისტრაციულპატიმრობაშეფარდებული პირების განსათავსებელად მოეწყობა ორი ახალი დაწესებულება აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში, რითაც შესრულდება საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციები;
• თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, შეიქმნება იზოლატორის მოსამსახურეთა სამუშაო აღწერილობები და განახლდება მომზადების/გადამზადების სასწავლო კურსი. ამასთან, საბაზისო სასწავლო კურსის გავლის გარეშე მოსამსახურე თანამდებობაზე ვერ დაინიშნება.
შინაგან საქმეთა სამინისტრო სტრუქტურული და შინაარსობრივი რეფორმების პროცესში, ნერგავს ადამიანის უფლებებზე ორიენტირებულ სტანდარტებს. ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის შექმნის შემდეგ, სამინისტრო წარმოადგენს დროებითი მოთავსების იზოლატორების განვითარების გეგმას. პროექტის მიზანია დახურული ტიპის დაწესებულებებში სათანადო პირობების შექმნით და მუშაობის ახალი სტანდარტების დანერგვის გზით დაკავებულთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა