დევნილთა მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, მის უწყებაში მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმე
ლტოლვილის სტატუსთან დაკავშირებით განიხილეს და კანონის შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღეს.
ამის შესახებ სუბარმა დემირელის კოლეჯის ყოფილი მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის ირგვლივ მიმდინარე სასამართლო პროცესთან დაკავშირებით მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ განაცხადა.
„მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმე განხილული იქნა, პირველ რიგში, ჩვენ სამინისტროში ლტოლვილის სტატუსთან დაკავშირებით და მიღებული იქნა კანონის შესაბამისი გადაწყვეტილება. დღეს მიმდინარე პროცესზე ნამდვილად ვერ გავაკეთებ განცახდებას, რადგან საქმე სასამართლოშია და არ იქნება სწორი ჩემი მხრიდან რაიმე კომენტარის გაკეთება“- განაცხადა სუბარმა.

















