თადარიგის პოლკოვნიკი დოდო გუგეშაშვილი შვილის პანაშვიდზე მიიყვანეს.
გუგეშაშვილი ძმის სახლში რეანომობილით გადაიყვანეს.
„ვიყავით შესულები დოდოსთან, მეგობრები და სამღვდელოება და გავაგებინეთ ტრაგედიის შესახებ. დღესვე შეიძლება გადავიყვანოთ სახლში რეანომობილით, მაგრამ ისევ დავაბრუნებთ საავადმყოფოში. ხვალ გასვენებაა საბურთალოზე საძმოს სასაფკლაოზე და იქაც წამოვიყვანთ“- განაცახდა მეგობარმა.
შეგახსენებთ, რომ დოდო გუგეშაშვილის ოჯახს თავს 7 თებერვალს დაესხნენ, რა დროსაც მისი შვილი ნოდარ გუგეშაშვილი დაიღუპა, თავად პოლკოვნიკი კი დაიჭრა. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.

















