logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი კობახიძემ საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსი პარლამენტის მედლით დააჯილდოვა
ირაკლი კობახიძემ საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსი პარლამენტის მედლით დააჯილდოვა
16:18 14.02.2018
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსი, ეთერ სვიანაიძე, პარლამენტის მიერ საქმიანობის განხორციელებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის პარლამენტის მედლით დააჯილდოვა.
ირაკლი კობახიძემ მედალი ეთერ სვიანაიძეს მისი პარლამენტში საქმიანობის 50 წლის აღსანიშნავ ღონისძიებაზე გადასცა.

„ეთერ სვიანაიძე ჯერ კიდევ მაშინ ემსახურებოდა საქართველოში პარლამენტის დამკვიდრებას, მის განვითარებას, როდესაც პარლამენტი ჯერ კიდევ, როგორც ასეთი, არ არსებობდა. ეს 50 წელი არ იყო მხოლოდ და მხოლოდ პარლამენტში მუშაობის 50 წელი. ამ წლების უკან არ დგას მხოლოდ სამუშაო სტაჟი, ამ 50 წლის უკან დგას სამშობლოს სიყვარული, სამშობლოს ერთგულება და პარლამენტის წინაშე ძალიან დიდი წვლილი, რასაც ყველა ვაფასებთ ყველა ის ადამიანი, რომლებიც პირადად ვიცნობთ ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს და ვისაც მის შესახებ სმენია“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ეთერ სვიანაიძის საპატივცემულოდ ორგანიზებულ ღონისძიებაზე.

ირაკლი კობახიძე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეთერ სვიანაიძე, საუკეთესო მაგალითს აძლევს საჯარო მოხელეთა მომავალ თაობებს.

"გარდა იმისა, რომ ის არის ძალიან დიდი პროფესიონალი, რომელიც საუკეთესო მაგალითს აძლევს მომავალ თაობას, ყველა იმ ადამიანს, რომელიც ახლა იწყებს საჯარო სამსახურს, ქვეყნის სამსახურს, ამასთან ერთად, ქალბატონი ეთერ სვიანაიძე არის შესანიშნავი პიროვნება, ბრწყინვალე პიროვნება და ამაში დამერწმუნება ყველა, ვინც მას პირადად იცნობს. მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ყველას სახელით, მადლობის სიტყვებში ყველა შემომიერთდება, მადლობა გადავუხადო ძალიან დიდი წვლილისთვის, ძალიან ერთგული სამსახურისთვის ჩვენი ქვეყნის წინაშე, საქართველოს პარლამენტის წინაშე, მინდა ვუსურვო დღეგრძელობა, დიდხანს სიცოცხლე და საქართველოს პარლამენტში ჩვენი ქვეყნის სამსახურში ძალიან დიდხანს ყოფნა“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ეთერ სვიანაიძე პირველია, რომელსაც წლების წინ დაწესებული ეს საგანგებო ჯილდო - პარლამენტის მედალი გადაეცა.

„რამდენიმე წლის წინ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, დაწესდა საგანგებო ჯილდო - საქართველოს პარლამენტის მედალი. თუმცა, ამ წლების განმავლობაში ეს ჯილდო ჯერჯერობით არავის გადასცემია და პირველი კავალერიის სტატუსის მინიჭების ერთადერთი კანდიდატი, რა თქმა უნდა, იყო ქალბატონი ეთერ სვიანაიძე. ჩემთვის დიდი პატივია, რომ შემიძლია, საქართველოს პარლამენტის სახელით, ქალბატონ ეთერს გადავცე ეს ძალიან საპატიო ჯილდო“,- განაცხადა სიტყვით გამოსვლისას პარლამენტის თავმჯდომარემ.

ეთერ სვიანაიძემ დამსწრეებს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ „პარლამენტი მისი ოჯახია“.

„ძალიან დიდი მადლობა დაფასებისთვის. იცოდეთ, რომ ეს ჩემი ოჯახია. 50 წელი ცოტა არ არის. მთელი ცხოვრება აქ ვმუშაობდი და მთელი ჩემი ძალა და ენერგია ამ სამსახურს შევალიე. თუ ენერგია მეყოფა, რა თქმა უნდა, მუშაობას გავაგრძელებ“,- განაცხადა საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსმა.

ეთერ სვიანაიძეს პარლამენტში მუშაობის საიუბილეო თარიღი 2018 წელს შეუსრულდა.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა