ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლებმა, დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ იუსტიციის მინისტრსა
და მთავარ პროკურორს წილების წართმების საქმის სწრაფი გამოძიების მოთხოვნით მიმართეს.
ამასთან დაკავშირებით მათ დღეს პრესკონფერენცია გამართეს.
დვალისა და აქიმიძის თქმით, მათ საქმეს უახლოეს ერთ წელიწადში ხანდაზმულობის ვადა ეწურება.
„სააკაშვილის არ არის იქ მთავარი ფიგურანტი იმ თვალსაზრისით, რომ ბრალის წაყენება შეიძლება იმ ჩინოვნიკებისთვის, რომლებიც უშუალოდ შეხვერებზე დაგვატარებდნენ თავის კაბინეტებში, მათ შორის ადეიშვილი და მერაბიშვილი. ჩვენი პრობელმა ისაა რომ თუ ერთ-ერთს მაინც არ წარედგინდა ბრალი, ჩვენი ვადა მთავრდება“- განაცხადა დავით დვალმა.

















