კიევში საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს. გამოძიება მათ 300 ათასი დოლარის გატაცებას და
შეიარაღებულ თავდასხმებს ედავება. უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, საუბარია ყაჩაღურ თავდასხმებზე, რომლებიც კიევში გასულ წელს მოხდა.
დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულებს 5-დან 15 წლამდე პატიმრობა ელით.

















